მთავარითემები „ს“სულით წარმართული

სულით წარმართული

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 142:10
    უფალო, შენი სახელის გულისთვის შემინარჩუნე სიცოცხლე. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
  2. რომაელთა 8:14
    რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები.
  3. გალატელთა 5:18
    და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
  4. ეზეკიელი 37:1
    უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე.
  5. მათეს 4:1
    მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად.
  6. მარკოზის 1:12
    და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
  7. ესაია 48:16
    მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: არც თავიდან მილაპარაკია საიდუმლოდ; იმ დროიდან, რაც ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა წარმომგზავნა.
  8. ლუკას 2:17
    სულით აღძრული მივიდა ტაძარში და როცა შეყავდათ მშობლებს ყრმა იესო, რათა მას რჯულის წესისამებრ მოქცეოდნენ,
  9. საქმეები 8:29
    მაშინ უთხრა სულმა ფილიპეს: „მიდი, ახლოს დაუდექი მაგ ეტლს”.
  10. საქმეები 10:19-20
    სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: „აი, სამი კაცი გეძებს.  ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი”.
  11. საქმეები 11:12
    მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და მივედით იმ კაცის სახლში.
  12. საქმეები 13:2
    უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
  13. საქმეები 13:14
    ისინი კი პერგეს გავლით პისიდიის ანტიოქიაში მივიდნენ, შაბათ დღეს სინაგოგაში შევიდნენ და დასხდნენ.
  14. საქმეები 15:28
    რადგან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
  15. საქმეები 16:6
    კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში.
  16. საქმეები 16:7
    მივიდნენ მისიამდე და ბითვინიაში აპირებდნენ გამგზავრებას, მაგრამ არ გაუშვა ისინი იესოს სულმა.
  17. საქმეები 19:21
    ამ ამბების დასრულების შემდეგ, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: „იქ რომ მივალ, მერე რომიც უნდა მოვინახულო”.
  18. საქმეები 20:22
    და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა.
  19. გამოცხადება 4:2
    მყისვე სულში აღმოვჩნდი და, აჰა, ტახტი დგას ცაში და ვიღაც ზის ტახტზე.
  20. გამოცხადება 17:3
    სულში გადამიყვანა უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, რომელიც ღვთისმგმობი სახელებით სავსე, შვიდთავიან და ათრქიან მეწამული ფერის მხეცზე იჯდა.
  21. გამოცხადება 21:10
    წამიყვანა სულში დიდსა და მაღალ მთაზე, და მაჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ციდან რომ ეშვებოდა ღმერთისგან;

← ყველა თემა „ს“-ზე