ბიბლიის მუხლები თემაზე
სულიერი სიბრმავის შედეგები
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- რომაელთა 1:20-22
ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
- მეორე რჯული 28:28-29
მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით. ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის წყვდიადში და ვერ გაიგნებ გზას, მუდამ დათრგუნული და გაძარცვული იქნები და ვერავინ გიშველის.
- ფსალმუნები 81:5
არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა დედამიწის საფუძვლები.
- ესაია 59:10
ბრმებივით ხელით მოვსინჯავთ კედელს და როგორც თვალების არ მქონე, ხელის ცეცებით დავდივართ; შუადღისას დაბინდულივით ვბორძიკობთ, ცოცხალთა შორის მკვდრებივითა ვართ.
- გოდება იერემიასი 4:14
ბრმებივით დაეხეტებიან ქუჩებში, სისხლით შებილწულნი, ისე რომ ვერავინ ეკარებოდა მათ სამოსელს.
- მათეს 6:23
ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?
- 2 კორინთელთა 4:4
ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.
- 1 იოანეს 1:6
თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.