მთავარითემები „ს“სულიერი მოვლენების დაუნახაობა

სულიერი მოვლენების დაუნახაობა

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დანიელი 10:7
    მხოლოდ მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა; იმ ხალხმა კი ჩემთან ერთად რომ იყო, ვერაფერი დაინახა, მაგრამ დიდმა შიშმა შეიპყრო ყველანი და დასამალად გაიქცნენ.
  2. საქმეები 9:6-8
    უთხრა შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა: „რას მიბრძანებ, უფალო, რომ გავაკეთო?” უთხრა მას უფალმა: „ადექი და შედი ქალაქში; იქ გეტყვიან, რა უნდა გააკეთო”. კაცები, მას რომ ახლდნენ, ენაჩავარდნილნი იდგნენ: ხმა ესმოდათ, თუმცა ვერავის ხედავდნენ. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა; ხელი მოჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში.
  3. 1 კორინთელთა 2:9
    მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.
  4. მათეს 13:16-17
    ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და ყურები - რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს, და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს.
  5. ლუკას 10:24
    რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ ნახა; ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა”.
  6. ებრაელთა 2:8
    და ყოველივე მის ფერხთა ქვეშ დაუქვემდებარე”. ხოლო, რაკი ყოველივე მას დაუქვემდებარა, არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს;
  7. იერემია 5:21
    ახლა ეს ისმინე, სულელო და უბედურო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერ ხედავს, ყურები აქვს და ვერ ისმენს,
  8. ეზეკიელი 12:2
    ძეო კაცისავ! მეამბოხეთა სახლში ცხოვრობ; თვალები აქვთ დასანახად და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ მოსასმენად და არ ესმით, რადგან მეამბოხე სახლია ისინი.
  9. მათეს 13:13
    იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან.
  10. მარკოზის 4:12
    რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ”.
  11. მარკოზის 8:18
    თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ?
  12. ესაია 26:10-11
    შეიწყალებენ ბოროტეულს და მაინც ვერ ისწავლის სიმართლეს. უსამართლოდ იქცევა წრფელთა ქვეყანაში და ვერ ხვდება უფლის სიდიადეს. უფალო! შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ; დაინახავენ შენს მოშურნეობას შენი ხალხის გამო და შერცხვებათ, ცეცხლი შეჭამს შენს მტრებს.
  13. ფსალმუნები 9:25
    წარმატებულია თავის ყველა გზაზე; მიუწვდომელია შენი სასამართლო მისთვის, სულის შებერვით ამარცხებს თავის მტრებს.
  14. მათეს 13:15
    ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.
  15. საქმეები 28:27
    რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
  16. იოანეს 12:40
    თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რათა თვალებით ვერ იხილონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი”.
  17. ლუკას 10:8
    მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.

← ყველა თემა „ს“-ზე