მთავარითემები „ს“სიყვარული ქრისტეს მიმართ

სიყვარული ქრისტეს მიმართ

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ქებათა-ქება 3:2
    ავდგები! მოვივლი ქალაქის ქუ­ჩებსა და მოედნებს. მოვძებნი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე და ვერ ვიპოვე.
  2. იოანეს 14:15
    თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.
  3. მათს 27:55
    იყო იქ შორიდან მომზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
  4. მათეს 10:37
    ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;
  5. მათეს 10:38
    ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი;
  6. ქებათა-ქება 1:4
    მიმიზიდე და ერთად გავიქცეთ. თავის შიდა ოთახებში შემიყვანა მეფემ! ვილხენთ და ვიმხიარულებთ შენით, ღვინოზე მეტად ვაქებთ შენს სიყვარულს; ღირსეულად შეგიყვარეს შენ.
  7. იოანეს 8:42
    უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
  8. ეფესელთა 6:24
    მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!
  9. ლუკას 7:47
    ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”.
  10. საქმეები 21:13
    მაგრამ პავლემ გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.
  11. გამოცხადება 12:11
    და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი თავი, თვით სიკვდილამდე.
  12. ქებათა-ქება 1:7
    მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო, სად მწყემსავ და სად ემალები შუადღის ხვატს? რისთვის ვიხეტიალო შენი მეგობრების ფარეხთა შორის?
  13. ქებათა-ქება 2:5
    ნუგბარით გამამაგრეთ და ვაშლებით განმიახლეთ ძალა, რადგან სიყვარულით ვარ სნეული!
  14. ქებათა-ქება 8:6
    დამდე, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი - შენს მკლავზე, რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული და ქვესკნელივით სასტიკია ეჭვიანობა! მისი ალი ცეცხლის ალია, როგორც ალი უფლისა.
  15. ქებათა-ქება 8:7
    ვერ ჩააქრობს სიყვარულს წყალი მრავალი, მდინარეები ვერ წარხოცავენ. თავისი სახლის მთელი ქონებაც რომ გაიღოს კაცმა სიყვარულისთვის, მაინც ზიზღით უგულებელყოფენ!

← ყველა თემა „ს“-ზე