მთავარითემები „ს“სიწმინდე

სიწმინდე

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 12:14
    ეცადეთ მშვიდობა და სიწმიდე იქონიოთ ყველასთან, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.
  2. 1 თესალონიკელთა 4:7
    რადგან ღმერთმა უწმიდურებისკენ კი არა, სიწმიდისკენ მოგვიწოდა.
  3. ესაია 35:8
    და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან.
  4. ეფესელთა 4:24
    და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
  5. 2 კორინთელთა 7:1
    ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისგან და ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე.
  6. 1 კორინთელთა 1:30
    მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
  7. 1 ნეშტთა 16:29
    მიაგეთ უფალს დიდება მისი სახელის გამო; შესაწირი მიართვით და მიეახლეთ მას; თაყვანი ეცით უფალს სიწმიდეში.
  8. 1 პეტრეს 1:15
    არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.
  9. ფსალმუნები 92:5
    სანდოა შენი მოწმობანი, სიწმიდე შეშვენის შენს სახლს, უფალო, სამარადჟამოდ.
  10. გამოსვლა 15:11
    ვინ არის ღმერთთა შორის შენი მსგავსი, უფალო? ვინ არის შენსავით დიდებული სიწმიდეში, მოშიშებით საქებო, სასწაულმოქმედო?
  11. ეზეკიელი 38:23
    განვდიდდები, წმიდად გამოვჩნდები და გამოვცხადდები მრავალი ერის თვალწინ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.
  12. 1 მეფეთა 2:2
    არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.
  13. რომაელთა 1:4
    სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
  14. ლუკას 1:75
    სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
  15. ზაქარია 14:20
    იმ დღეს ცხენთა მოსართავებზეც კი წარწერილ იქნება: სიწმიდე უფალს და იქნება ქვაბები უფლის ტაძარში, როგორც თასები სამსხვერპლოს წინ.
  16. იერემია 2:3
    უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა! - ამბობს უფალი.
  17. ესაია 6:3
    გასძახოდნენ ერთიმეორეს და ამბობდნენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა ცაბაოთ უფალი! სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა!
  18. 2 ნეშტთა 20:21
    მოეთათბირა ხალხს და უფლის მგალობლები დააყენა, რათა ევლოთ მეომრების წინ, ექოთ მისი სიწმიდის დიდებულება და ეთქვათ: ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

1 თესალონიკელთა 4:4|
რათა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით,

← ყველა თემა „ს“-ზე