ბიბლიის მუხლები თემაზე
სიკვდილის ჟამი
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 102:15-16
ბალახივით არის დღენი კაცისა; ველის ყვავილივით აყვავდება; რადგან ქარი გადაუქროლებს და აღარ არის, და ვეღარავინ იცნობს მის ნადგომს;
- იობი 7:6-8
ჩემი დღენი ჯარის უსწრაფესად ბრუნავენ და უიმედოდ იწურებიან. გახსოვდეს, ქროლვაა ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის ხილვად. ვეღარ მიხილავს თვალი, ჩემი მნახველი, თვალებს მომაპყრობ, მაგრამ მე უკვე აღარ ვიქნები!
- იობი 14:1-2
ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით. ყვავილივით იფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გარბის და კვალს არ ტოვებს.
- ფსალმუნები 36:2
რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
- ფსალმუნები 101:11
ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.
- იობი 5:26
საფლავში მხცოვანი ჩახვალ, როგორც პურის ძნა, თავის დროზე რომ იმკება.
- დაბადება 47:29
და მოახლოვდა ჟამი ისრაელის სიკვდილისა, და უხმო თავის ძეს, იოსებს და უთხრა მას: „თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამომიდევი შენი ხელი საზარდულქვეშ და მიყავი წყალობა და ერთგულება: ნუ დამმარხავ ეგვიპტეში,
- 3 მეფეთა 2:1
და მოახლოვდა დავითის სიკვდილის ჟამი და ეს უანდერძა მან თავის შვილს სოლომონს:
- ლუკას 12:19-20
და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’ მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’