მთავარითემები „ს“სიკვდილი გარდაუვალია

სიკვდილი გარდაუვალია

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 9:27
    და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება,
  2. 4 მეფეთა 14:14
    აიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი უფლის ტაძარსა და მეფის სახლის საგანძურში ნახა, ტყვეები წაიყვანა და სამარიაში გაბრუნდა.
  3. ფასლმუნები 81:7
    მაგრამ მოკვდებით, როგორც ადამიანები და დაეცემით, როგორც ერთი მთავართაგანი.
  4. ეკლესიასტე 9:5
    რამეთუ იციან ცოცხლებმა, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი აღარაფერი იციან და არც არა გასამრჯელო აქვთ, ვინაიდან დავიწყებულია მათი სახსენებელი.
  5. ეკლესიასტე 3:2
    ჟამი გაჩენისა და ჟამი სიკვდილისა; ჟამი დარგვისა და ჟამი დარგულის ამოგლეჯისა;
  6. ფსალმუნები 77:50
    გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო ისინი სიკვდილისგან და ჭირს გადასცა მათი სიცოცხლე.
  7. იობი 30:23
    ვიცი, რომ სასიკვდილოდ მიგყავარ, ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში.
  8. ზაქარია 1:5
    სადღა არიან თქვენი მამები? ან განა საუკუნოდ ცოცხლობენ წინასწარმეტყველები?
  9. ზაქარია 11:9
    ვთქვი: აღარ დაგმწყემსავთ, სასიკვდილო მოკვდეს და გასაწყვეტი გაწყდეს, დანარჩენებმა კი ჭამონ ერთმანეთის ხორცი.
  10. საქმეები 28:4
    ადგილობრივებმა, მის ხელზე შემოხვეული გველი რომ დაინახეს ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლის ნებას არ აძლევსო.
  11. 1 კორინთელთა 15:32
    თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
  12. ებრაელთა 7:8
    აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი ის, ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია.
  13. ეზეკიელი 28:8
    საფლავში ჩაგიყვანენ და მოკვდები შუაგულ ზღვაში დაფლულთა სიკვდილით.
  14. ამოსი 6:9
    ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის შვილებს, მაგრამ არ უსმინეს მას სულმოკლეობისა და მძიმე უღლის გამო.
  15. ნაუმი 1:15
    აჰა, მახარობლის ფეხები მოიჩქარის მთებზე, რათა გვაუწყოს მშვიდობა. იზეიმე შენი დღესასწაულები, იუდავ, შეასრულე აღთქმები, რადგან აღარ გაივლის შენში ავკაცი, საბოლოოდ განადგურდა.
  16. ნაუმი 1:12
    ასე ამბობს უფალი: თუმცა ძალით არიან სავსენი და მრავალნიც არიან, მაინც მოიკვეთებიან და გაქრებიან; შენ კი გაგტანჯე იუდავ, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ.
  17. გამოსვლა 9:19
    ამიტომ წარგზავნე, რომ სწრაფად შეგიკრიბონ საქონელი და ყველაფერი, რაც ველზე გყავს; ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც მინდვრად იქნება და უჭეროდ დარჩება, დაისეტყვება და მოისპობა.
  18. მეორე რჯული 4:22
    არ უნდა გადავლახო იორდანე, ვინაიდან ამ მიწაზე მოვკვდები; ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ ბარაქიან ქვეყანას.
  19. 1 მეფეთა 26:10
    ღმერთმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მის სასთუმალთან დარჭობილი ეგ შუბი, წყლის ჭურჭელი და წავიდეთ აქედან.
  20. ეკლესიასტე 8:8
    არავის ძალუძს სულის შეკავება, ვერავინ უფლობს სიკვდილის დღეზე, ვერავის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან და უკეთურს ვერ იხსნის მისი უკეთურება.
  21. იერემია 42:22
    იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც საცხოვრებლად წასვლა გინდათ.

← ყველა თემა „ს“-ზე