მთავარითემები „შ“შუახნის ასაკის კრიზისი

შუახნის ასაკის კრიზისი

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 13:5
    ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.
  2. იგავნი 20:29
    ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცთა ღირსება კი - მათი ჭაღარა.
  3. იგავნი 16:31
    ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.
  4. იესო ნავეს ძე 1:5
    წინ ვერავინ დაგიდგება მთელი შენი სიცოცხლე; როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც; არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.
  5. ფილიპელთა 4:11-12
    გაჭირვების გამო არ ვამბობ ამ­ას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს. ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.
  6. იაკობის 4:14
    თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.
  7. 1 პეტრეს 1:24
    რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც.
  8. ეფესელთა 2:7
    რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.
  9. გამოცხადება 21:4
    მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
  10. ტიტეს 2:13
    ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
  11. ეკლესიასტე 3:1
    ყოველივეს დადგენილი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ცის ქვეშ:
  12. ეფესელთა 6:11
    შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.

← ყველა თემა „შ“-ზე