ბიბლიის მუხლები თემაზე
შეცდომები
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იგავნი 19:2
ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს - შესცოდავს.
- იგავნი 11:14
რჩევათა გარეშე ეცემა ერი, მრავალი მრჩეველი კი ხსნაა.
- ფსალმუნები 18:12
ვინ გააცნობიერებს თავის შეცდომებს? განმწმიდე მე დაფარულთაგან.
- იგავნი 24:16
რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურების ჟამს წაბორძიკდებიან.
- იგავნი 12:15
სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.
- ეკლესიასტე 5:6
შენს ბაგეთ ცოდვაში ნუ შეაყვანინებ შენს სხეულს და ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი - „შეცდომა იყოო ეს!” რისთვის განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დააზიანოს შენი ხელის ნაშრომი?
- იაკობის 3:2
ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც.
- 1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
მსგავსი თემები: