მთავარითემები „ს“სახის გამომეტყველება

სახის გამომეტყველება

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 15:13
    მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.
  2. იგავნი 25:23
    ჩრდილოეთის ქარი წვიმას წარმოქმნის და ფარული ენა – მრისხანე სახეს.
  3. ფსალმუნები 4:6
    მრავალნი ამბობენ: „ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
  4. ნეემია 2:1-3
    და ერთხელ, ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. და ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; და თითქოს არ ვიყავი მწუხარე მის წინაშე, მაგრამ მკითხა მეფემ: „რატომა გაქვს სახე სევდიანი, ავად რომ არა ხარ? ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა სევდა გულისა?” და ძალზე შევშინდი. და ვუთხარი მეფეს: „იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სახე სევდიანი, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების საფლავები მეგულება, დანგრეულია და კარიბჭენი მისი ცეცხლშია დაბუგული?
  5. იობი 15:12
    სხვაგან რად მიგიწევს გული, და რად აფახულებ თვალებს?
  6. ფსალმუნები 43:3
    ვინაიდან მათ ხმლებით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.
  7. ეკლესიასტე 8:1
    ვინაა მსგავსი ბრძენისა და ვინ შეიცნობს საგანთა არსს? ადამიანის სიბრძნე ანათებს მის სახეს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს.
  8. ესაია 3:9
    მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!
  9. დანიელი 1:10
    უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: „მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი საჭმელ-სასმელი განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტადაა გამხდარი, ამით თქვენ მე დამადანაშაულებთ მეფის წინაშე.

← ყველა თემა „ს“-ზე