ბიბლიის მუხლები თემაზე
საუკუნო კურთხევა
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 2 მეფეთა 7:29
ახლა ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ საუკუნოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მსახურის სახლი საუკუნოდ!
- 1 ნეშტთა 17:27
ახლა შენ დალოცე შენი მსახურის სახლი, რათა საუკუნოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება საუკუნოდ.
- 2 თესალონიკელთა 2:16
ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა საუკუნო ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,
- 2 ტიმოთეს 2:10
ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად.
- 1 პეტრეს 5:10
ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა ჩვენ თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტე იესოში, სრულგყოფთ თქვენ მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და გაგამყარებთ.
- 2 კორინთელთა 4:17
რადგან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და გარდამეტებულ საუკუნო დიდებას გვიმზადებს,
- ესაია 35:10
და დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი, ავლენ სიონში მხიარული შეძახილებით. საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე; ლხინსა და სიხარულს ეწევიან, დარდი და ოხვრა გაქრება.
- ესაია 61:7
თქვენი სირცხვილის ნაცვლად ორმაგი სიხარული მოგეზღვებათ, და შეურაცხების ნაცვლად – მხიარულება, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებენ, და საუკუნო სიხარული ექნებათ.
- ებრაელთა 9:12
არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.
- ეზრა 3:11
და შეჰღაღადეს მონაცვლეობით უფალს გალობით: „აუარებდით უფალსა და აქებდით, რამეთუ კეთილია, რადგან საუკუნოა წყალობა მისი ისრაელზე!“ და მთელი ხალხი უფლის ტაძრის დაფუძნების გამო მაღალი ხმით ამბობდა უფლის ქება-დიდებას.
- დანიელი 9:24
შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშაული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა. ამოსი 5:24 წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელი ნაკადულივით.
მსგავსი თემები: