მთავარითემები „ს“საუკუნო გამოხსნა

საუკუნო გამოხსნა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 51:6
    ცას მიაპყარით თქვენი თვალები და დახედეთ დედამიწას ქვემოთ, რადგან ცა ბოლივით გაიფანტება და დედამიწა სამოსელივით დაძველდება, და მისი მცხოვრებნი მათ კვალზე დაიხოცებიან, ჩემგან ხსნა კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი სიმართლე არ შეწყდება.
  2. ესაია 51:8
    რადგან, როგორც ტანსაცმელს, ჩრჩილი შეჭამს მათ, და როგორც მატყლს – მატლი, ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ იქნება, და ჩემი ხსნა – თაობიდან თაობაში გადავა.
  3. ესაია 45:17
    უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებით და არ გაწბილდებით უკუნითი უკუნისამდე.
  4. ებრაელთა 5:8-9
    და თუმცა ძე იყო, ტანჯვით ისწავლა მორჩილება. და იგი, სრულქმნილი, საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის,
  5. ფსალმუნები 36:28
    რადგან უფალს უყვარს სამართალი; არ მიატოვებს თავის წმიდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან, ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
  6. ფსალმუნები 138:24
    ნახე, ბოროტების გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეხი მარადიულ გზაზე!
  7. ესაია 55:13
    ძეძვის ნაცვლად კვიპაროსები დაიზრდება და ქაცვის წილ – მირტი. და იქნება ეს უფლის დიდების საუკუნოდ წარუშლელ ნიშნად.
  8. გამოცხადება 14:6
    და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება დედამიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად.

← ყველა თემა „ს“-ზე