მთავარითემები „ს“სათნოება

სათნოება

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფილიპელთა 4:8
    და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.
  2. 1 ნეშტთა 29:17
    ვიცი, ჩემო ღმერთო, რომ ცდი ჩვენს გულებს და სიმართლით ხარობ. ჩემი გულის სიწრფელით და ნებით შემოგწირე ეს ყველაფერი და ახლა ვხედავ, რომ სიხარულით გიძღვნის შესაწირს შენი ხალხი.
  3. 2 პეტრეს 1:5
    და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას - შემეცნება,
  4. ფსალმუნები 40:12
    და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ სამარადისოდ.
  5. იგავნი 3:16
    დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში - სიმდიდრე და პატივი.
  6. იგავნი 8:18
    ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
  7. იგავნი 10:9
    სწორი გზით მოარული უშიშრად ივლის, გზის გამმრუდებელი კი გამომჟღავნდება.
  8. იგავნი 11:3
    წრფელთ უბიწობა წარუძღვება, მოღალატეთ კი ორგულობა გაანადგურებს.
  9. იგავნი 19:1
    უბიწოდ მავალი ღარიბი სჯობს, მრუდებაგიანსა და თანაც უგუნურს.
  10. ეფესელთა 4:2
    მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
  11. მათეს 7:1-2
    ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
  12. ფსალმუნები 54:22
    მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის განგამტკიცებს, არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.
  13. კოლოსელთა 3:13
    შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.

← ყველა თემა „ს“-ზე