ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტეს სიმართლე
21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესაია 53:11
იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.
- ესაია 32:1
აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და სამართლით იმთავრებენ მთავრები.
- იერემია 23:5
აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, გამეფდება მეფე, გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში.
- იერემია 33:15
იმ დღეებში და იმ დროს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში.
- ესაია 11:4
სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს.
- ესაია 63:1
ვინ არის ეს, ედომიდან მომავალი, მეწამული სამოსლით - ბოცრადან? ასე დიდებული თავის სამოსელში, გამომავალი თავისი დიადი ძალით? "ეს მე ვარ, სიმართლით მოლაპარაკე, შემძლე ვარ ხსნისა.
- ესაია 11:5
სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება - სარტყელი მისი თეძოებისა.
- 1 იოანეს 2:1
შვილებო! ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე - მართალი იესო ქრისტე.
- ფსალმუნები 44:6
ტახტი შენი ღმერთო - უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია - კვერთხი შენი ხელმწიფებისა.
- 1 იოანეს 2:29
თუ იცით, რომ მართალია იგი, ისიც იცოდეთ, რომ სიმართლის ყოველი მოქმედიც მისგანაა შობილი.
- 1 იოანეს 3:7
შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.ვ
- ფსალმუნები 44:7
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთით, შენს მეგობრებზე მეტად.
- ფსალმუნები 71:2
რათა სიმართლით განსაჯოს შენი ერი და შენი ჩაგრულნი - სამართლიანად.
- ფსალმუნები 44:4
შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე - ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლისთვის; გვაჩვენოს საოცრებანი მარჯვენამ შენმა.
- საქმეები 3:14
უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის.
- საქმეები 7:52
წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით!
- საქმეები 22:14
მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგადგინა, რომ შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მისი ბაგიდან ისმინო ხმა.
- ებრაელთა 1:8
ხოლო ძეზე: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.
- ებაელთა 1:9
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად”.
- 2 პეტრეს 1:1
სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით:
- გამოცხადება 19:11
ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.