მთავარითემები „ქ“ქრისტეს აბუჩად აგდება

ქრისტეს აბუჩად აგდება

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 9:24
    უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს”. და სასაცილოდ აიგდეს იგი.
  2. მარკოზის 5:40
    დასცინეს მას. მან კი ყველანი გამოაძევა, გაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თანმხლებნი და შევიდა, სადაც ბავშვი იყო.
  3. მათეს 20:19
    წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან; მესამე დღეს კი აღდგება”.
  4. ლუკას 18:32
    ვინაიდან წარმართებს გადაეცემა, გალანძღავენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ, აფურთხებენ,
  5. მათეს 27:29-31
    ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავში ურტყამდნენ. დაცინვით რომ გული იჯერეს, მოსასხამი მოხადეს, თავისივე სამოსელი ჩააცვეს და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
  6. მათეს 27:41
    ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:
  7. მარკოზის 15:31
    მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებთან ერთად; ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია.
  8. ლუკას 23:11
    ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა და დასცინოდა მას, ბრწყინვალე სამოსელი ჩააცვა და უკან გაუგზავნა პილატეს.
  9. ლუკას 23:35-36
    იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ქრისტეა, ღმერთის რჩეული!” ჯარისკაცებიც დასცინოდნენ, მიდიოდნენ და ძმარს სთავაზობდნენ;
  10. ლუკას 16:14
    ყოველივე ეს ფარისევლებსაც ესმოდათ, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და სასაცილოდ იგდებდნენ მას.
  11. საქმეები 17:32
    მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო.

← ყველა თემა „ქ“-ზე