მთავარითემები „ი“იესოს ცემა

იესოს ცემა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 20:19
    გადასცემენ მას წარმართებს, რომ შეაგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან, და მესამე დღეს აღდგება.
  2. მარკოზის 10:34
    შეურაცყოფენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება.
  3. ლუკას 18:33
    გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.
  4. მათეს 27:26
    მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი.
  5. მარკოზის 15:15
    პილატემ, რომელსაც სურდა ხალხის დაკმაყოფილება, გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაშოლტვის შემდეგ გადასცა, რათა ჯვარს ეცვათ.
  6. იოანეს 19:1
    მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.
  7. მარკოზის 14:65
    ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება; სახე დაუბურეს და სცემდნენ, და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო, და მსახურნი სილას აწნავდნენ.
  8. იოანეს 19:3
    მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და სახეში სცემდნენ.
  9. ლუკას 22:63
    ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას.
  10. მათეს 27:30
    და აფურთხებდნენ მას. აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ თავში.
  11. მარკოზის 15:19
    ლერწამს ურტყამდნენ თავში, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი სცემდნენ თაყვანს.
  12. მათეს 26:67
    მაშინ დაუწყეს ფურთხება სახეში და ცემა, ზოგიერთნი სილას აწნავდნენ
  13. ლუკას 22:64
    თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა”?
  14. იოანეს 18:23
    მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რადა მცემ?

← ყველა თემა „ი“-ზე