ბიბლიის მუხლები თემაზე
ქმნილების სრულყოფილება
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 1:10
უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- დაბადება 1:12
აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- დაბადება 1:18
რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- დაბადება 1:21
შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- დაბადება 1:25
შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
- ფსალმუნები 17:30
უმწიკვლოა ღმერთის გზა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასთვის, ვინც მას შეეფარება.
- ფსალმუნები 144:17
მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
- ეკლესიასტე 7:29
და აჰა, მხოლოდ ეს ვპოვე: ღმერთმა ადამიანები მართლად შექმნა, მათ კი მრავალი თავსატეხი გაიჩინეს.
- 1 ტიმოთეს 4:4
რადგან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული,