მთავარითემები „ნ“ნელთბილობა

ნელთბილობა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოცხადება 3:16
    მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.
  2. იერემია 9:3
    მშვილდივით მოუზიდავთ ენა სიცრუისთვის და უმართლობით მტკიცდებიან ამ ქვეყანაზე, რადგან სიავიდან სიავისკენ მიიწევენ, მე კი არ მცნობენ”, - ამბობს უფალი.
  3. ეზეკიელი 13:5
    დანგრეულ კედლებზე არ ასულხართ და არც კედელი აგიშენებიათ ისრაელის ტაძრის გარშემო, რომ საბრძოლველად დადგეთ უფლის დღეს.
  4. ეზეკიელი 16:30
    როგორ გაგეთანგა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივეს ამას სჩადიოდი, როგორც აღვირახსნილი მეძავი ქალი.
  5. ოსია 6:4
    რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი ღვთისმოსაობა დილის ნისლივითაა, ალიონზე წარმავალი ცვარივით.
  6. ოსია 10:2
    გაიყო მათი გული, ამიტომაც დაისჯებიან - ის დაანგრევს მათ სამსხვერპლოებს, ის გაანადგურებს მათ ძეგლებს.
  7. ანგია 1:2
    ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო უფლის სახლის აშენების დრო.
  8. ანგია 2:15
    ამ დღიდან მოყოლებული გულით დაუკვირდით იმას, რაც ადრე ხდებოდა; სანამ ქვა ქვაზე დაიდება უფლის ტაძარში;
  9. მათეს 26:41
    იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი - უძლური”.
  10. გამოცხადება 2:4
    მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ის მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.
  11. გამოცხადება 3:2
    გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.

← ყველა თემა „ნ“-ზე