ბიბლიის მუხლები თემაზე
ნამდვილი შენაძენი
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იგავნი 3:14
რადგან სიბრძნის მოხვეჭა ვერცხლის მოხვეჭას სჯობს, და მისი ქონა ხალასი ოქროს ქონას აღემატება.
- ფსალმუნები 118:36
შენი მოწმობებისკენ მიმართე ჩემი გული და არა ანგარებისკენ.
- ესაია 48:17
ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, გასწავლი, რათა სარგებელი ნახო, იმ გზაზე წაგიძღვები, რომელზეც უნდა იარო;
- 1 ტიმოთეს 6:6
აჰა, დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად!
- ფილიპელთა 1:21
რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - მონაგები.
- დაბადება 4:1
შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: „უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.