მთავარითემები „მ“მუხლმოდრეკილი

მუხლმოდრეკილი

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 94:6
    მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიდრიკოთ; მუხლი მოვიყაროთ უფლის, ჩვენი შემოქმედის წინაშე.
  2. 2 ნეშტთა 7:3
    როცა დაინახეს ისრაელის ძეებმა სახლზე გადმოსული ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. და აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
  3. 2 ნეშტთა 29:29
    სრულადდასაწველი რომ აღასრულეს, მეფემ და ყველა მასთან მყოფმა ქედი მოიხარეს და თაყვანი სცეს.
  4. ესაია 45:23
    ჩემი თავი დავიფიცე! მართალი სიტყვა გამოვიდა ჩემი პირიდან და არ შეიცვლება: ჩემ წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და მე დამიფიცებს ყველა ენა.
  5. რომაელთა 14:11
    რადგან წერია: „ცოცხალი ვარ, - აბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.
  6. ფსალმუნები 21:29
    შეჭამს და თაყვანს გცემს ქვეყნის ყველა ამაყი; მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა.
  7. მათეს 27:29
    ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!
  8. მარკოზის 5:6
    შორიდანვე დაინახა იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.
  9. მარკოზის 10:17
    გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?
  10. ლუკას 5:8
    ამის მნახველი სიმონ-პეტრე იესოს წინაშე მუხლებზე დაეცა და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ“.
  11. 3 მეფეთა 1:13
    წადი, შედი მეფე დავითთან და უთხარი: განა შენ არ იყავი მეფევ, ჩემო ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს, სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე! მაშ რატომ გამეფდა-თქო ადონია?
  12. დანიელი 6:8
    ახლა კი, მეფევ, დაადასტურე ეს ბრძანება და დაბეჭდე წერილი, რომ არ შეიცვალოს, როგორც მიდიელთა და სპარსთა კანონი, რომელიც არ გაუქმდება!
  13. მათეს 9:18
    ამას რომ ლაპარაკობდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ჩემი ქალიშვილი ეს-ესაა მოკვდა, მოდი, ხელი დაადე და იცოცხლებს“.
  14. ეფესელთა  3:14
    ამისთვის ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე,
  15. 3 მეფეთა 8:54
    და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წა­მო­იმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.
  16. ეზრა 9:5
    საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს, ავდექი მარხული და სამოსელშემოგლეჯილი, მუხლებზე დავემხე და ხელები უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ აღვაპყრე.
  17. მათეს 8:2
    აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: „უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა“.
  18. მათეს 20:20
    მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას.

← ყველა თემა „მ“-ზე