მთავარითემები „მ“მთელი სიცოცხლე

მთელი სიცოცხლე

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 29:5
    რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი - მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი - სიხარულის ყიჟინა.
  2. ფსალმუნები 22:6
    ასე, სიკეთე და წყალობა დამედევნება კვალდაკვალ, ყოველ დღეს ჩემი სიცოცხლისა; და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
  3. ესაია 65:22
    სხვათა საცხოვრებლად არ ააშენებენ და სხვათა საჭმელად არ გააშენებენ, რადგან დღეები ჩემი ხალხისა ხის დღეებივით იქნება და თვითონვე გაცვეთენ თავიანთი ხელის ნამოქმედარს ჩემი რჩეულნი.
  4. ფსალმუნები 127:5
    გაკურთხოს უფალმა სიონიდან; იერუსალიმის სიკეთეს უყურე მთელი შენი სიცოცხლე;
  5. იერემია 52:33
    გამოიცვალა იეჰოიაქინმა საპატიმრო სამოსელი და მუდამ მეფის წინაშე ჭამდა პურს, მთელი თავისი სიცოცხლის დღეებში.
  6. იერემია 52:34
    შეუწყვეტელი საზრდო ეძლეოდა მას ბაბილონის მეფისგან, ყოველდღიური წილი, სიკვდილის დღემდე, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.
  7. იერემია 52:11
    მერე თვალები დათხარა ციდკიაჰუს და ბორკილები დაადო; წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონში და სიკვდილის დღემდე საპყრობილეში ჰყავდა.
  8. ლუკას 1:75
    სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
  9. დაბადება 3:14
    უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
  10. ებრაელთა 2:15
    და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.

← ყველა თემა „მ“-ზე