მთავარითემები „მ“მშვიდობა თქვენ

მშვიდობა თქვენ

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 14:27
    მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
  2. იოანეს 20:21
    ხელახლა უთხრა მათ იესომ: „მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”.
  3. ფილიპელთა 1:2
    მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესგან.
  4. მათეს 10:13
    და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა.
  5. 2 თესალონიკელთა 3:16
    თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყოველმხრივ. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
  6. ფილიმონის 1:3
    მადლი თქვენ და მშვიდობა, ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
  7. რომაელთა 15:33
    მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!
  8. იგავნი 16:7
    როდესაც მოსაწონია უფლისათვის კაცის გზები, მტერთანაც კი შეარიგებს მას.
  9. იოანეს 20:19
    იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: „მშვიდობა თქვენდა!
  10. 2 იოანე 1:3
    მადლი, წყალობა და მშვიდობა იყოს ჩვენთან მამა ღმერთისგან და მისი ძის, უფალ იესო ქრისტესგან, ჭეშმარიტებასა და სიყვარულში.
  11. 1 თესალონიკელთა 1:1
    პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
  12. ეფესელთა 2:17
    მოვიდა და მშვიდობა გახარათ თქვენ - შორეულთ და ახლობელთ.

← ყველა თემა „მ“-ზე