მთავარითემები „მ“მშობიარობის ტკივილები

მშობიარობის ტკივილები

27 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 3:16
    უთხრა ქალს: „დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე“.
  2. იოანეს 16:21
    დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.
  3. გამოცხადება 12:2
    ფეხმძიმედ იყო და გაჰკიოდა, მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა.
  4. ოსია 13:13
    მშობიარეს ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, რადგან ახლა იმის დრო არ არის, რომ საშოს კარებთან დაყოვნდეს.
  5. მიქა 5:3
    ამიტომ უფალი მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, ვინც უნდა შვას; და დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან.
  6. გალატელთა 4:27
    რადგან დაწერილია: „იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს“.
  7. ესაია 13:8
    შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობთ მშობიარესავით, გაოგნებულნი მიუტრიალდებიან ერთიმეორეს, ცეცხლის ალივით აენთებათ სახეები.
  8. ფსალმუნები 47:6
    ძრწოლამ შეიპყრო ისინი, მშობიარესავით იკლაკნებიან.
  9. იერემია 13:21
    მაშინ რას იტყვი, სიონის ასულო, როცა მოგინახულებს უფალი? განა შენ არ შეაჩვიე შენზე ბატონობას? განა ტკივილები არ შეგიპყრობს მშობიარე ქალივით?
  10. იერემია 22:23
    შენ, რომელიც ლიბანში მკვიდრობ და კედრებში ბუდობ, გაიტანჯები, როცა ტკივილი მოგეწევა მშობიარე ქალივით.
  11. იერემია 30:6
    იკითხეთ და ნახეთ, თუ შობს მამაკაცი? მაშ რატომ ვხედავ, რომ ყოველ მამაკაცს მშობიარე ქალივით ხელები წელზე შემოულაგებია? რატომ გაფითრებია ყველას სახე?
  12. იერემია 49:24
    აუძლურდა დამასკო, ზურგი იბრუნა გასაქცევად, ძრწოლა დაეუფლა, უბედურებამ და მშობიარობის ტანჯვამ შეიპყრო.
  13. იერემია 50:43
    გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი და ხელები დაუდუნდა, ტანჯვამ და მწუხარებამ შეიპყრო მშობიარე ქალივით.
  14. ესაია 21:3
    ამის გამო ამიკანკალდა წელი, მშობიარესავით ტკივილებმა შემიპყრო, გაგონილმა მომკრუნჩხა და ნანახმა შემაძრწუნა.
  15. ესაია 42:14
    დიდხანს ვდუმდი, გავჩერდი, თავს ვიკავებდი; ახლა კი მშობიარესავით ავკივლდები, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.
  16. იერემია 6:24
    ამბავი გვესმა მათზე და ხელები მოგვიდუნდა, ტანჯვამ ისე შეგვიპყრო, როგორც მშობიარე ქალი ტკივილმა.
  17. ესაია 26:17-18
    ფეხმძიმე ქალის მსგავსად, მშობიარობის მოახლოებისას რომ იტანჯება და კივის ტკივილისგან, ასე ვიყავით შენ წინაშე, უფალო!  ფეხმძიმედ ვიყავით, ვიტანჯეთ და აჰა, თითქოს ქარი ვშვით; ხსნა ვერ მოვუტანეთ მიწას და არც ქვეყნის მკვიდრნი დაბადებულან.
  18. იერემია 4:31
    თითქოს მშობიარე ქალის ხმა მესმა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა; სული ეხუთება, ხელებს იწვდის და ამბობს: „ვაიმე, რადგან ჩემს მოსაკლავად მოდიან!
  19. იერემია 48:41
    დაპყრობილ იქნა კერიოთი, ციხე-სიმაგრენი - აღებული; იმ დღეს მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე ქალის გულივით იქნება.
  20. იერემია 49:22
    აჰა, არწივივით აიწევა და დააცხრება, ფრთებს გაშლის ბოცრაზე; მშობიარე ქალის გულივით ექნებათ იმ დღეს ედომის ვაჟკაცებს გული“.
  21. მიქა 4:9
    ახლა რაღად მოსთქვამ ხმამაღლა? განა არ არის შენში მეფე? თუ დაიღუპნენ შენი მრჩეველნი, მშობიარესავით რომ შეუპყრიხარ ძრწოლას?
  22. მიქა 4:10
    მშობიარესავით იტანჯე და ეწამე ტკივილებში, სიონის ასულო, რადგან ახლა გამოხვალ ქალაქიდან და ველზე დასახლდები; ბაბილონამდე მიხვალ და იქ გადარჩები, იქ გიხსნის შენ უფალი მტრების ხელიდან.
  23. გალატელთა 4:19
    ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება.
  24. მათეს 24:8
    ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
  25. მარკოზის 13:8
    ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
  26. 1 თესალონიკელთა 5:3
    რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
  27. რომაელთა 8:22
    ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე;

← ყველა თემა „მ“-ზე