მთავარითემები „მ“მშობიარობა

მშობიარობა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 126:3
    აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი.
  2. ესაია 7:14
    ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს (ჩვენთანაა ღმერთი)!
  3. დაბადება 1:28
    და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: „მოშენდით და იმრავლეთ, და აავსეთ მიწა, და დაეუფლეთ მას, და ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.
  4. იოანეს 16:21
    ქალი, როდესაც მშობიარობს, წუხს, რადგან მისი ჟამი მოვიდა. ხოლო როდესაც შობს ყრმას, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.
  5. დაბადება 17:16-19
    ვაკურთხებ მას, და ძესაც შეგძენ მისგან, მე ვაკურთხებ მას და ერები და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.“ და დაემხო აბრაამი პირქვე და გაეცინა, გულში თქვა: „ნუთუ შვილი შეეძინება 100 წლის კაცს? ნუთუ შვილს დაბადებს 90 წლის სარა?“ და უთხრა აბრაამმა ღმერთს: „ნეტავ, ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!“ და უთხრა ღმერთმა: „სწორედ რომ სარა, შენი ცოლი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად ისააკს! და დავდებ მასთან და მის მოდგმასთან ჩემს აღთქმას საუკუნოდ.
  6. ლუკას 1:13
    და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შეწყნარებულია შენი ლოცვა, და შენი ცოლი, ელისაბედი, გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს.
  7. დაბადება 3:16
    და დედაკაცს უთხრა: „სატანჯველს გაგიმრავლებ; ფეხმძიმობას გაგიძნელებ; ტანჯვით შობ შვილებს, ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
  8. ფსალმუნები 47:6
    ძრწოლამ შეიპყრო, იკლაკნებიან მშობიარესავით.
  9. დაბადება 35:16-19
    და აიყარნენ ისინი ბეთელიდან. და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდე, რომ დაეწყო მშობიარობის ტკივილები რახელს და მძიმე მშობიარობა ჰქონდა. მშობიარობის ტკივილებისგან შეწუხებულს უთხრა ბებია ქალმა: „ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს.“ სიკვდილის პირას იყო რახელი და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა. და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, სადაც დღეს ბეთლემია.
  10. ესაია 66:7
    ჯერ მშობიარობა არ დაწყებოდა და უკვე შვა, ჯერ არ დაწყებოდა მშობიარობის ტკივილები და უკვე დაბადა ვაჟი.
  11. გალატელთა 4:19
    ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე,

← ყველა თემა „მ“-ზე