მთავარი ›ბიბლია ›მსაჯულნი

ძველი აღთქმა · მსაჯულნი

მსაჯულნი 17

17

1 იყო კაცი ეფრემის მთიდან, სახელად მიქა ერქვა.

2 უთხრა დედამისს: "ათას ასი შეკელი ვერცხლი, შენგან რომ წაიღეს და რომლის გამოც ჩემს გასაგონად იწყევლებოდი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, მე ავიღე”. უპასუხა დედამისმა: "კურთხეულ იყავ შვილო, უფლის მიერ!”

3 და როცა დედამისს ათას ასი შეკელი ვერცხლი დაუბრუნა, უთხრა დედამისმა: "მთლიანად ვწირავ ამ ვერცხლს უფალს ჩემი ძისთვის, რათა კერპი ჩამოასხას და გამოკვეთოს, ამიტომ, კვლავ შენ გიბრუნებ ახლა”.

4 როცა დაუბრუნა ფული დედამისს, აიღო დედამ ორასი შეკელი ვერცხლი და მისცა გადამდნობელს, რომელმაც ქანდაკება ჩამოასხა და გამოკვეთა; და იდგა იგი მიქას სახლში.

5 ამ კაცს, მიქას, ღმერთების სახლი ჰქონდა. გაიკეთა ეფოდი და საოჯახო კერპები, აკურთხა თავისი ერთ-ერთი ძე და მღვდლად დაიყენა.

6 იმ დღეებში მეფე არ იყო ისრაელში და თითოეული იმას აკეთებდა, რაც თვითონ მიაჩნდა სამართლიანად.

7 ცხოვრობდა იქ ერთი იუდეველი ჭაბუკი, ლევიანი იყო, ბეთლემიდან.

8 წამოვიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რათა იქ ეცხოვრა, სადაც მოუხერხდებოდა. გზად მიმავალი, ეფრემის მთებში, მიქას სახლს მიადგა.

9 ჰკითხა მას მიქამ: "საიდან მოდიხარ?” უპასუხა: "ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, საცხოვრებელ ადგილს ვეძებ”.

10 უთხრა მიქამ: "დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; ვერცხლის ათ შეკელს მოგცემ წელიწადში, საზრდოსა და სამოსელთან ერთად”.

11 დათანხმდა ლევიანი იმ კაცთან ცხოვრებას და გახდა ჭაბუკი, როგორც ერთი მისი ძეთაგანი.

12 განაწესა მიქამ ლევიანი; და გახდა ჭაბუკი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში.

13 ამბობდა მიქა: "ახლა კი ვიცი, რომ სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად”.

მსაჯულნი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21