მთავარითემები „მ“მოულოდნელობა

მოულოდნელობა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 64:3
    როცა ახდენდი საოცრებებს, რომელთაც არ ველოდით, ჩამოდიოდი და მთები ირყეოდნენ შენ წინაშე.
  2. ლუკას 12:40
    ამიტომ მზად იყავით, რადგან, როცა არ მოელით, მაშინ მოვა ძე კაცისა“.
  3. მათეს 24:44
    ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
  4. მათეს 24:50
    მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
  5. ლუკას 12:46
    მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, რომელზეც არ ფიქრობს, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.
  6. ფსალმუნები 34:8
    უბედურება დაატყდეს მათ უცაბედად! თავიანთ მომზადებულ მახეში გაებნენ და დასაღუპად ჩავარდნენ მასში;
  7. რიცხვნი 35:22
    მაგრამ თუ უნებლიეთ, მტრობის გარეშე უბიძგა მას ან განუზრახველად ესროლა რაიმე,
  8. მიქა 5:7
    იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც ცვარი უფლისა, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; რადგან ღმერთზე იქნებიან დამოკიდებულნი და არა კაცზე.
  9. იოანეს 3:8
    ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი“.
  10. იოანეს 16:1
    ეს ყველაფერი გითხარით, რათა არ დაბრკოლდეთ.
  11. 2 კორინთელთა 8:5
    და გაიღეს არა მარტო ის, რისი მოლოდინიც გვქონდა, არამედ მათ საკუთარი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით;

← ყველა თემა „მ“-ზე