მთავარითემები „მ“მოთმინებაში წვრთნა

მოთმინებაში წვრთნა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 12:1
    ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი,
  2. ლუკას 8:15
    კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
  3. რომაელთა 2:7
    მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას - საუკუნო სიცოცხლეს;
  4. გალატელთა 6:9
    სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!
  5. ფსალმუნები 36:7
    დაემორჩილე უფალს და მოთმინებით დაელოდე მას. ნუ განრისხდები თავის გზაზე წარმატებულ, ბოროტის განმზრახველ კაცზე.
  6. ფსალმუნები 39:1
    უფალზე ვამყარებდი იმედს, ყური მომაპყრო და ისმინა ჩემი ვედრება.
  7. 1 კორინთელთა 1:7
    და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
  8. 2 თესალონიკელთა 3:5
    დაე, უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა და ქრისტეს მოთმინებაში.
  9. რომაელთა 8:25
    ხოლო თუ იმის იმედი გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
  10. გალატელთა 5:5
    ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
  11. გოდება იერემიასი 3:26
    სიკეთე მას, ვინც მოთმინებით მოელის ხსნას უფლისგან.
  12. გოდება იერემიასი 3:27
    სიკეთე კაცს, რომელმაც თავისი უღელი ზიდა სიჭაბუკეში,
  13. ლუკას 21:19
    მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სულები.
  14. რომაელთა 12:12
    იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში - მდგრადნი.

← ყველა თემა „მ“-ზე