მთავარითემები „მ“მოსმენის უნარი

მოსმენის უნარი

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 20:12
    მსმენელი ყური და მხილველი თვალი - ერთიც და მეორეც უფალმა შექმნა.
  2. იობი 33:16
    მაშინ უხსნის ადამიანებს ყურებს და თავის შეგონებებს ბეჭდავს მათში,
  3. იობი 36:10
    ყურებს გაუხსნის შეგონებისთვის და უბრძანებს, რომ განუდგნენ ბოროტებას.
  4. ესაია 50:5
    უფალმა ღმერთმა გამიხსნა ყური და არ შევწინააღმდეგებივარ, ზურგი არ შემიქცევია მისთვის.
  5. ფსალმუნები 39:6
    მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე, მაგრამ სასმენელი გამიხსენი; ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი არ მოგითხოვია;
  6. ესაია 30:21
    შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან: „ეს არის გზა, მასზე იარე”, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ.
  7. 1 კორინთელთა 12:17
    თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა?
  8. ფსალმუნები 93:9
    განა ვერ მოისმენს ყურის შემქმნელი? განა ვერ დაინახავს თვალის შემქმნელი?
  9. ეკლესიასტე 1:8
    ყველაფერი დამღლელია, კაცი ვერ შეძლებს ყველაფრის მოყოლას, თვალი ვერ გაძღება ცქერით და ყური ვერ გაივსება სმენით.

← ყველა თემა „მ“-ზე