მთავარითემები „მ“მონანიების არსი

მონანიების არსი

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 4 მეფეთა 17:13
    აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: „მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”.
  2. 1 თესალონიკელთა 1:9
    ვინაიდან თვითონვე ჰყვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს,
  3. ფსალმუნები 33:14
    ერიდე ბოროტებას და აკეთე სიკეთე; ეძიე მშვიდობა და მას მისდიე.
  4. ესაია 55:7
    მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ - თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, - ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
  5. საქმეები 14:15
    კაცნო, ამას რას სჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაო კერპთაგან ცოცხალი ღმერთისკენ მოიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;
  6. იაკობის 4:7-10
    ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.  ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო! განიწმიდეთ გულები, ორგულნო!  დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.  დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.
  7. ფსალმუნები 50:17
    შესაწირი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.
  8. 2 კორინთელთა 7:8-10
    ამიტომ, თუ კიდეც დაგანაღვლიანეთ წერილით, არ ვნანობ, თუმცა კინაღამ ვინანე, ვინაიდან ვხედავ, რომ ამ წერილმა დაგანაღვლიანათ, თუნდაც დროებით.  ახლა ვხარობ არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანდით მოსანანიებლად; რადგან დანაღვლიანდით ღვთის გულისთვის, ასე, რომ ჩვენგან არაფერი გვნებიათ. ვინაიდან ღვთის გულისთვის დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას გადასარჩენად, რაც არ გახდება სანანებელი, ხოლო ქვეყნიერების ნაღველი სიკვდილს წარმოშობს.
  9. ფსალმუნები 33:18
    ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
  10. ესაია 57:15
    ვინაიდან ასე ამბობს მაღალი და ამაღლებული, ის, ვინც მარადიულია და წმიდაა მისი სახელი: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვმკვიდრობ მე, თუმცა ტანჯულთან და სულით მორჩილთან ვარ, რათა გამოვაცოცხლო თავმდაბალთა სული და მწუხარეთა გული.
  11. ესაია 66:2
    ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი!” - ამბობს უფალი. „აი, ვის მივაპყრობ მზერას: თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის.
  12. იოველი 2:12-13
    თუმცა, ახლაც” - ამბობს უფალი, - „დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით;  გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.
  13. ლუკას 18:13
    ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.
  14. ლუკას 15:17-19
    როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები.  ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე,  ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი!
  15. ლევიანნი 5:5
    და თუ დამნაშავეა ერთ-ერთ მათგანში, უნდა აღიაროს, რა შესცოდა.
  16. ფსალმუნები 50:1-3
    შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.  სრულად განმბანე ჩემი ბრალისგან და გამასუფთავე ჩემი ცოდვისგან. ვინაიდან ვიცი ჩემი დანაშაული და მუდამ თვალწინ მიდგას ჩემი ცოდვა.
  17. იგავნი 28:13
    ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.
  18. ეზეკიელი 14:6
    ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: მოინანიეთ და მობრუნდით თქვენი კერპებისგან და ყველა თქვენი სისაძაგლისგან მოაბრუნეთ თქვენი სახე,

← ყველა თემა „მ“-ზე