მთავარითემები „მ“მონანიება და მიტევება

მონანიება და მიტევება

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 3:2
    ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.
  2. მათეს 4:17
    იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო”.
  3. ლუკას 5:32
    მართალთა მოსახმობად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა - რათა მოინანიონ”.
  4. მარკოზის 1:15
    ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
  5. მარკოზის 6:12
    წავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას.
  6. ლუკას 24:47
    და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.
  7. ლუკას 15:10
    ამას გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმერთის ანგელოზები, ერთი მონანიე ცოდვილის გამო”.
  8. საქმეები 3:19
    მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხოცოს თქვენი ცოდვები.
  9. საქმეები 17:30
    ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ.
  10. საქმეები 20:21
    ვუმოწმებდი იუდევლებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
  11. საქმეები 26:20
    პირველად დამასკოსა და იერუსალიმის მკვიდრთ, მერე კი იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას, ღვთისკენ მოქცევას, და მონანიების ღირსი საქმეების აღსრულებას.
  12. ებრაელთა 6:1
    ამიტომ, მივატოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვესწრაფოთ სრულყოფას; ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარი საქმეების მონანიებასა და ღვთის რწმენას,

← ყველა თემა „მ“-ზე