მთავარითემები „მ“მონა ღვთისა

მონა ღვთისა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 ტიმოთეს 2:24
    მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.
  2. 1 პეტრეს 2:14
    იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ; არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა.
  3. კოლოსელთა 1:7
    როგორც ისწავლეთ ჩვენი საყვარელი თანამსახურის, ეპაფრასგან, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს თქვენთვის,
  4. 2 პეტრეს 1:1
    სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით:
  5. იუდა 1:1
    იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა - მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და დაცულებს იესო ქრისტეში.
  6. გამოცხადება 1:1
    გამოცხადება იესო ქრისტესი, ღმერთმა რომ მისცა მას, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რა უნდა მოხდეს მალე, და აუწყა თავის მსახურ იოანეს წარმოგზავნილი ანგელოზის მეშვეობით.
  7. დაბადება 7:3
    და უთხრა: „ნუ ავნებთ დედამიწას, ზღვასა და ხეებს, ვიდრე დავბეჭდავდეთ ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს”.
  8. გამოცხადება 10:7
    მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.
  9. გამოცხადება 11:18
    წარმართები გამძვინვარდნენ და მოვიდა შენი რისხვა; დადგა ჟამი მკვდრების განკითხვისა, რომ საზღაური მიეზღოთ შენს მონებს - წინასწარმეტყველებს, წმიდანებსა და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ - დიდებსა და პატარებს, რათა მოსპო დედამიწის მომსპობნი”.
  10. გამოცხადება 15:3
    და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და საგალობელს კრავისას: დიადია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო: წრფელია და ჭეშმარიტი შენი გზანი, ხალხთა მეუფეო!
  11. გამოცხადება 19:2
    რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.
  12. გამოცხადება 19:5
    გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.
  13. გამოცხადება 22:3
    მეტად აღარაფერი იქნება დაწყევლილი; და ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში, და მისი მსახურნი ემსახურებიან მას.
  14. გამოცხადება 22:6
    და მითხრა: „სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურებისთვის, რა უნდა მოხდეს მალე.

← ყველა თემა „მ“-ზე