მთავარითემები „მ“მატყუარები

მატყუარები

19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 143:8
    რომელთა ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
  2. იგავნი 26:18-19
    რაღა ცეცხლის, ისრებისა და სიკვდილის მფრქვეველი გიჟი და რაღა ის, ვინც თავის მოყვასს ატყუებს და თან ეუბნება, გეხუმრეო.
  3. იერემია 9:5
    მოყვასი მოყვასს ატყუებს, სიმართლეს არ ლაპარაკობს, ენა სიცრუის ლაპარაკს მიაჩვიეს, ქანცი გაუწყდათ თაღლითობით.
  4. იერემია 28:22
    აჰა, ყველა ქალს, ვინც იუდას მეფის სასახლეში დარჩა, ბაბილონის მეფის სარდლებთან მიიყვანენ; ქალები იტყვიან: „მოგატყუეს და გძლიეს შენმა ახლო მეგობრებმა; ჭაობში რომ გეფლობოდა ფეხი, მაშინ გაქციეს ზურგი.
  5. იერემია 8:10
    ამიტომ მათ ცოლებს სხვებს მივცემ და მათ მინდვრებს - ახალ პატრონებს, რადგან დიდიდან პატარამდე ყველა ანგარია, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა სიცრუის მქმნელია.
  6. 2 ტიმოთეს 3:13
    ხოლო ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები წინ წაიწევენ უარესისკენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან.
  7. იგავნი 26:24
    მოძულე კაცი თავისი ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკვრობა უდევს;
  8. საქმეები 13:10
    და უთხრა: „ჰოი, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით აღვსილო, ეშმაკის ძეო და სიმართლის მტერო, აღარ მოეშვები უფლის სწორი გზების გამრუდებას?
  9. რომაელთა 1:29
    აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
  10. იერემია 5:27
    როგორც გალიაა სავსე ფრინველებით, ისე მათი სახლებია სავსე სიცრუით. ამიტომ განდიდდნენ და გამდიდრდნენ.
  11. რომაელთა 16:18
    ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდენენ უმანკოთა გულებს.
  12. იერემია 20:17
    ტკბილია კაცისთვის სიცრუის პური, მერე კი ღორღით გაევსება პირი.
  13. 2 კორინთელთა 11:13
    რადგან ასეთები არიან ცრუმოციქულნი, მზაკვარი მუშები, ქრისტეს მოციქულების სახეს რომ ღებულობენ.
  14. ტიტეს 1:10
    ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,
  15. იაკობის 5:4
    აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.
  16. 1 იოანეს 1:6
    თუ ვამბობთ, რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ვტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით.
  17. 1 იოანეს 2:26
    ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ.
  18. მათეს 24:11
    მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
  19. გოდება იერემიასი 2:14
    ამაო, ტყუილ ხილვებს ხედავდნენ შენი წინასწარმეტყველნი, არ გიმხელდნენ შენს ურჯულოებას, რომ აგცდენოდა ტყვეობა; ყალბ და მაცდუნებელ ხილვებს გიცხადებდნენ.

პირფერობა

← ყველა თემა „მ“-ზე