მთავარითემები „მ“მარჯვე მკვლელობისთვის

მარჯვე მკვლელობისთვის

17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუენბი 25:9
    ნუ მომსპობ ცოდვილებთან ერთად და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმღვრელებთან.
  2. ფსალმუნები 5:6
    შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელი სძაგს უფალს.
  3. ფსალმუნები 58:2
    მიხსენი სიავის მქმნელთაგან და სისხლისმღვრელთაგან გადამარჩინე.
  4. ფსალმუნები 138:19
    ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს! გამშორდით სისხლისმსმელნო!
  5. იგავნი 29:10
    სისხლისმღვრელ კაცს სძულს უბიწო, წრფელნი კი მის სიცოცხლეს მფარველობენ.
  6. იგავნი 16:2
    სინაგოგებიდან მოგკვეთენ; და დგება ჟამი, როცა თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან.
  7. 2 მეფეთა 16:7-8
    ასე იწყევლებოდა შიმყა: „განვედ, განვედ, სისხლისმღვრელო და უკეთურო კაცო!  შენზევე მოაქცია უფალმა საულის სახლის მთელი სისხლი, ვის მაგივრადაც გამეფდი და აბესალომს, შენს ძეს მისცა მეფობა; აჰა, შენივე ბოროტების წილ მოგეზღო, რადგან სისხლისმღვრელი კაცი ხარ”.
  8. მათეს 15:19
    ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.
  9. მარკოზის 7:21
    ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,
  10. რომაელთა 1:29
    აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
  11. იაკობის 4:2
    გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.
  12. იგავნი 1:16
    რადგან მათი ფერხნი ბოროტების ჩასადენად გარბიან და სისხლის საღვრელად ისწრაფიან;
  13. ესაია 59:7
    ბოროტისკენ გაურბით ფეხები, უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად მიისწრაფიან. მათი ფიქრები უმართლო ფიქრებია, ძალადობა და განადგურებაა მათ გზებზე.
  14. რომაელთა 3:15
    მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
  15. აბაკუმი 2:17
    ვინაიდან ლიბანზე გაწეული ძალადობა დაგფარავს და შიშის ზარი დაგეცემა - ცხოველთა განადგურების, ადამიანთა სისხლისღვრის, ქვეყნის, ქალაქისა და ყველა მასში მცხოვრების აოხრების გამო.
  16. 3 მეფეთა 21:19
    ელაპარაკე, ასე ამბობს-თქო უფალი: კაცი მოკალი და მის ქონებას ეპატრონები. კიდევ ელაპარაკე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ”.
  17. დაბადება 49:6
    ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, ნუმც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი! რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი!

← ყველა თემა „მ“-ზე