მთავარითემები „მ“მამა

მამა

42 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 8:6
    ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ; და ერთი უფალი, იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველივე და ჩვენც მის მიერ ვართ.
  2. იოანეს 6:27
    ხრწნადი საზრდოსთვის ნუ გაირჯებით, არამედ იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, და რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა”.
  3. გალატელთა 1:1
    პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთის მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი,
  4. გალატელთა 1:3
    მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან,
  5. მათეს 11:27
    ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.
  6. საქმეები 7:32
    მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა. აკანკალდა მოსე და შეხედვა ვეღარ გაბედა.
  7. ესაია 43:27
    შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამდგომლები ამიჯანყდნენ.
  8. 1 იოანეს 4:14
    ჩვენ ვიხილეთ და ვამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე - ქვეყნიერების მხსნელი.
  9. ეფესელთ 5:20
    მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.
  10. ეფესელთა 6:23
    მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
  11. ფილიპელთა 2:11
    და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
  12. კოლასელთ 3:17
    რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს.
  13. 1 თესალონიკელთა 1:1
    პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
  14. 2 თესალონიკელთა 1:2
    მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
  15. 1 ტიმოთეს 1:2
    ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსგან.
  16. 2 ტიმოთეს 1:2
    ტიმოთეს, საყვარელ შვილს - მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსგან.
  17. იაკობის 1:27
    ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.
  18. ტიტეს 1:4
    ტიტეს, ჩემს ნამდვილ შვილს საერთო რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისგან და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტესგან.
  19. 1 პეტრეს 1:2
    მამა ღმერთის წინასწარი განჭვრეტით ამორჩეულებს და სულის მიერ განწმედით იესო ქრისტესადმი დასამორჩილებლად და მისი სისხლის საპკურებლად - მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ.
  20. 2 პეტრეს 1:17
    რადგან მან მამა ღმერთისგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც ხმა გამოვიდა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.
  21. მათეს 11:27
    ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა და არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძე ინებებს, რომ განუცხადოს.
  22. იოანეს 4:21
    იესომ მიუგო: „დედაკაცო, მერწმუნე, დგება ჟამი, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
  23. იოანეს 4:23
    მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.
  24. იოანეს 6:44
    არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
  25. იოანეს 6:45
    წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის.
  26. იოანეს 6:57
    როგორც მე წარმომგზავნა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი ჩემით იცოცხლებს.
  27. იოანეს 8:27
    ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
  28. იოანეს 8:28
    ამიტომ უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
  29. იოანეს 10:15
    როგორც მამა მიცნობს მე, მე კი მამას ვიცნობ. და ჩემს სიცოცხლეს ვდებ ცხვრებისთვის.
  30. იოანეს 10:32
    უთხრა მათ იესომ: „ბევრი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?
  31. იოანეს 10:36
    მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა წუთისოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი, ღმერთის ძე ვარ-მეთქი?
  32. საქმეები 1:4
    შეკრიბა ისინი და დაავალა: „იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ;
  33. საქმეები 2:33
    ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.
  34. რომაელთა 6:4
    ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ასე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში.
  35. ეფესელთა 2:18
    ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით.
  36. კოლასელთა 1:12
    ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,
  37. იაკობის 3:9
    მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მითვე ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს.
  38. ლუკას 11:2
    უთხრა მათ: „როცა ლოცულობთ, თქვით - მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს მეფობა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთცა ქვეყანასა ზედა.
  39. ლუკას 11:13
    ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.
  40. ეფესელთა 1:17
    რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
  41. ებრაელთა 12:9
    თუ ჩვენი ხორციელი მამების წვრთნას მოწიწებით ვიღებდით, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?
  42. იაკობის 1:17
    ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.

← ყველა თემა „მ“-ზე