მთავარითემები „ი“ისრაელის დატოვება

ისრაელის დატოვება

15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 4:45
    ესაა მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც უთხრა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
  2. მეორე რჯული 4:46
    იორდანეს გამოღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, ამორელთა მეფის, სიხონის ქვეყანაში, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას;
  3. ფსალმუნები 113:1
    როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, იაკობის სახლი - უცხოენოვანი ხალხისგან,
  4. იერემია 7:25
    ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი მამების გამოსვლის დღიდან დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს; ყოველი დღის განთიადიდანვე ვგზავნიდი მათ.
  5. დაბადება 15:14
    და ხალხს, რომელსაც ისინი დაემონებიან, მე განვსჯი; ამის შემდეგ დიდი ქონებით გამოვლენ მონობიდან.
  6. გამოსვლა 11:8
    ჩამოვლენ ჩემთან შენი მსახურნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: ‘გადით შენ და შენი ხალხი, რომელიც მოგყვება!’ და ამის შემდეგ გავალ”. და გამოვიდა მოსე ფარაონისგან განრისხებული.
  7. გამოსვლა 12:41
    ოთხასოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან.
  8. გამოსვლა 13:3
    უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ეს დღე, როდესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან უფლის მაგარი ხელით გამოხვედით იქიდან, არაფერი ჭამოთ საფუარიანი.
  9. გამოსვლა 23:15
    დაიცავი უფუარობის დღესასწაული; შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, დანიშნულ დროს, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან; ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
  10. რიცხვნი 23:1
    უთხრა ბილყამმა ბალაკს: „ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და მომიმზადე აქ შვიდი ზვარაკი და შვიდი ვერძი”.
  11. მიქა 7:15
    გიჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გიჩვენე, როცა გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან.
  12. ანგია 2:5
    სიტყვა, რომელიც აღგითქვით ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლისას - სული ჩემი თქვენს შორისაა დავანებული: ნუ გეშინიათ!
  13. საქმეები 7:7
    მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე.
  14. საქმეები 13:17
    ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები, აღამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და შემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
  15. ებრაელთა 3:16
    ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან?

← ყველა თემა „ი“-ზე