მთავარი ›ბიბლია ›გამოსვლა

ძველი აღთქმა · გამოსვლა

გამოსვლა 11

11

1 უთხრა უფალმა მოსეს: "კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს; ამის მერე გაგიშვებთ ფარაონი, არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგაძევებთ აქედან.

2 დაარიგე ხალხი, რომ ითხოვოს კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ოქროსა და ვერცხლის სამკაული”.

3 მადლი მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში; და მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხული ეგვიპტის ქვეყანაში, ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში.

4 თქვა მოსემ, ასე ამბობსო უფალი: დაახლოებით შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში.

5 და მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში; ფარაონის პირმშოდან, ტახტზე რომ ზის, მხევლის პირმშომდე, ხელსაფქვავს რომ უზის. მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.

6 და იქნება ეგვიპტის მთელ ქვეყანაში დიდი მოთქმა-გოდება, რომლის მსგავსი არ ყოფილა და რომლის მსგავსიც აღარასოდეს იქნება.

7 ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა იცოდეთ, რომ ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.

8 ჩამოვლენ ჩემთან შენი მსახურნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: ‘გადით შენ და შენი ხალხი, რომელიც მოგყვება!’ და ამის შემდეგ გავალ”. და გამოვიდა მოსე ფარაონისგან განრისხებული.

9 უთხრა უფალმა მოსეს: "არ მოგისმენთ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი ნიშნები ეგვიპტის ქვეყანაში”.

10 და მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აჰარონმა ფარაონის წინაშე; მაგრამ გაუქვავა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან.

გამოსვლა — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
  28. 28
  29. 29
  30. 30
  31. 31
  32. 32
  33. 33
  34. 34
  35. 35
  36. 36
  37. 37
  38. 38
  39. 39
  40. 40