ბიბლიის მუხლები თემაზე
ისრაელი, როგორც ღმერთის ძე
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იერემია 31:20
განა ჩემი ძვირფასი ძე არ არის ეფრემი? საყვარელი შვილი? რამდენჯერაც გამახსენდება, სიყვარულით თვალწინ მიდგება. ამიტომაც შფოთავს ჩემი შინაგანი მასზე და შევიწყალებ!” - ამბობს უფალი.
- მეორე რჯული 14:1
უფლის, თქვენი ღმერთის ძეები ხართ; მკვდრის გამო სხეულს ნუ დაისერავთ და თვალთა შორის ნუ გაიპარსავთ;
- ფსალმუნები 81:6
მე ვთქვი: თქვენ ხართ ღმერთები; უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
- ფსალმუნები 72:14-15
ყოველ დღე ვიტანჯებოდით და ვისჯებოდით ყოველ დილით. რომ მეთქვა: მეც ასე ვილაპარაკებ-მეთქი, მაშინ ვუღალატებდი შენი შვილების თაობას.
- იერემია 3:19
მაგრამ ვთქვი: როგორ შეგრაცხო ჩემს ძეთა შორის და მოგცე სასურველი ქვეყანა, წარმართი ხალხების მშვენიერი სამკვიდრებელი? მიწოდებ მამას და აღარ განდგები ჩემგან.
- მეორე რჯული 32:5
გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა.