ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთიური ჯილდო
49 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფსალმუნები 61:12
შენია უფალო წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი საქმისამებრ.
- რომაელთა 2:6
რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:
- 1 კორინთელთა 3:8
დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს,
- იერემია 31:16
ასე ამბობს უფალი: „თავი შეიკავე ტირილისგან, ნუღარ გდის ცრემლი, რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს, ამბობს უფალი, დაბრუნდებიან მტრის ქვეყნიდან.
- გამოცხადება 22:12
აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მივუზღა.
- იგავნი 11:18
უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს.
- იგავნი 13:21
ცოდვილთ ბოროტება დასდევს, მართალთ კი სიკეთე მიეზღვებათ.
- იგავნი 13:13
სიტყვის აბუჩად ამგდები თავს იზიანებს, მცნების მოშიშს კი საზღაური ელის.
- 1 კორინთელთა 3:14
ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.
- კოლასელთა 3:24
იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით.
- ფსალმუნები 18:11
მათით არის გაფრთხილებული შენი მსახური; დიდია საზღაური მათი დაცვისთვის.
- იგავნი 22:4
თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.
- 1 კორინთელთა 9:17
რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნების საწინააღმდეგოდ - სახლმართველობა მაქვს მონდობილი.
- მათეს 6:4
რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
- მათეს 6:6
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
- დაბადება 30:18
და თქვა ლეამ: „საზღაური მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს”. და უწოდა სახელად ისაქარი.
- რუთი 2:12
უფალმა მოგაგოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც იპოვე თავშესაფარი”.
- 1 მეფეთა 24:19
განა უვნებლად გაუშვებს კაცი დაჭერილ მტერს თავის გზაზე? სიკეთით მოგიზღოს უფალმა იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
- მათეს 10:41
ვინც წინასწარმეტყველის სახელით ღებულობს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართლის სახელით ღებულობს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.
- მათეს 10:42
ვინც ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური”.
- მარკოზის 9:41
ვინც ჩემი სახელით ჭიქა წყალს მოგაწვდით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ - არ დაეკარგება მას თავისი საზღაური.
- ლუკას 6:23
იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
- ლუკას 6:35
თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
- ებრაელთა 10:35
მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს.
- 1 კორინთელთა 9:24
განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ.
- 2 იოანეს 1:8
თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღწვოდით, არამედ სრული საზღაური მიიღოთ.
- ებრაელთა 11:26
ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
- ფილიპელთა 3:14
ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
- ეკლესიასტე 2:10
უარს არაფერზე ვეუბნებოდი ჩემს თვალებს, რაც არ უნდა მოესურვათ, არავითარი სიხარულისგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი ნაშრომით და ეს იყო მთელი საზღაური ჩემი შრომისა.
- 1 კორინთელთა 9:18
მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.
- ფსალმუნები 61:12
შენია უფალო წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი საქმისამებრ.
- იგავნი 13:21
ცოდვილთ ბოროტება დასდევს, მართალთ კი სიკეთე მიეზღვებათ.
- იგავნი 14:14
გარყვნილ კაცს თავისი გზების შესაბამისად მიეზღვება, კეთილს – მისი საქმეების შესაფერად.
- იერემია 17:10
მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და თირკმელთა გამომცდელი, რათა მივაგო ყოველ კაცს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.
- იერემია 32:19
სიტყვაგზიანო და მძლესაქმიანო, თვალს რომ არ აცილებ ადამის ძეთა ყოველ გზას, რათა მიუზღო თითოეულს თავისი გზისამებრ, მათ მოქმედებათა ნაყოფისამებრ;
- 1 კორინთელთა 3:8
დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. საზღაურს კი თითოეული მიიღებს თავისი შრომისამებრ.
- 2 კორინთელთა 9:6
და კიდევ: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც მადლიანად თესავს, მადლიანად მოიმკის.
- ეფესელთა 6:8
იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს ჩადის, მასვე მიიღებს უფლისაგან, მონა იქნება, თუ თავისუფალი.
- კოლასელთა 3:25
უსამართლო კი მიიღებს საზღაურს უსამართლობისათვის, და არ იქნება მიკერძოება.
- რომაელთა 6:23
რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში.
- გამოსვლა 20:5
თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობამდე,
- ესაია 13:11
მე დავსჯი ქვეყნიერებას ცოდვებისათვის, უკეთურთ – მათი დანაშაულებისათვის, ბოლოს მოვუღებ ბოროტისმზრახველთა ზვიადობას და მტარვალთა ამპარტავნებას დავცემ.
- ესაია 26:21
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, რათა მოძებნოს მიწის მკვიდრთა ბოროტება. და მიწა გამოაჩენს მასზე დათხეულ სისხლს, და ვეღარ დაფარავს მასზე დახოცილთ.
- ესაია 59:18
შურისგების მიხედვით მიუზღავს იგი თავის მოწინააღმდეგეთ – მრისხანებით, თავის შემჭირვებელთ – შურისგებით, კუნძულებს სამაგიეროს მიუზღავს.
- ესაია 66:6
ხმაურის ხმაა ქალაქიდან, ხმაა ტაძრიდან, ხმაა უფლისა, თავის მტრებს რომ მიაგებს საზღაურს.
- ეზეკიელი 7:4
და არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ შეგიწყალებ, რადგან შენი გზებისამებრ მოგიზღავ! და შენი სისაძაგლენი შენში იქნება და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!
- ეზეკიელი 9:10
არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ, მათსავე საქციელს დავატეხ თავს.
- ეზეკიელი 11:21
ხოლო ვისი გულიც მათი სიბილწისა და სისაძაგლისკენ მიილტვის, მათ საქციელს მათ თავზევე მოვაწევ, – ამბობს უფალი ღმერთი.
- ოსია 9:7
დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა, რომ სულელი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენი დიდი სიცრუის გამო გამრავლდა ცბიერება