ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთიური გაძღოლა
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მეორე რჯული 8:2
გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი უდაბნოში, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა შეეტყო, თუ რა გიდევს გულში, დაიცავდი მის მცნებებს, თუ არა.
- მეორე რჯული 32:11-12
როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, დაჰბრუნავს თავის მართვეებს, შლის თავის ფრთებს, იყვანს და ატარებს მათ თავისი ფრთებით, უფალი მარტო დაატარებდა მას და გვერდში არ ჰყოლია მას უცხო ღმერთი.
- ფსალმუნები 26:11
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.
- ფსალმუნები 59:9
ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიძღვება ედომში?
- ფსალმუნები 76:20
ფარასავით მიუძღოდი შენ შენს ხალხს მოსესა და აარონის ხელით.
- ფსალმუნები 138:9-10
ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე, იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი!
- იგავნი 20:24
კაცის ნაბიჯებს უფალი წარმართავს; მაშ როგორ გაიგებს ადამიანი საკუთარ გზა-კვალს?
- ესაია 63:14
ხეობაში ჩასული ნახირივით დაავანა ისინი უფლის სულმა. ასე ატარებდი შენს ერს, რათა მოგეპოვებინა შენთვის დიდებული სახელი.
- მარკოზის 10:32
იერუსალიმს მიმავალ გზას რომ ადგნენ, წინ იესო მიუძღოდათ და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ დაუძახა თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას:
- ლუკას 24:50-51
და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები, და აკურთხა ისინი. როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში.