მთავარითემები „ღ“ღვთის ხმა

ღვთის ხმა

28 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 24:16
    და დაივანა უფლის დიდებამ სინაის მთაზე. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა მოსეს შუაგულ ღრუბლიდან.
  2. რიცხვნი 7:89
    და როცა შედიოდა მოსე საკრებულო კარავში უფალთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა, რომელიც მოწმობის კიდობნის სარქველს ზემოდან ელაპარაკებოდა, ორი ქერუბის შუიდან; და ლაპარაკობდა იგი მასთან.
  3. ეზეკიელი 1:28
    როგორც ცისარტყელა ღრუბლებში, წვიმიან დღეს, ისე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ. უფლის დიდების მსგავსი რამ იყო რაც ვიხილე; პირქვე დავემხე და გავიგონე მოლაპარაკეს ხმა.
  4. ეზეკიელი 1:25
    გამოვიდა ხმა თაღის ზემოდან, მათ თავზე რომ იყო; როცა ჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.
  5. 3 მეფეთა 19:12
    მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე – ჩუმი, ნაზი ხმა.
  6. ფსალმუნები 67:32
    ამხედრებულს უძველეს ცათა ცაზე – აჰა, ის გამოსცემს თავისი ძლიერების ხმას.
  7. ფსალმუნები 28:3-9
    წყლებზეა ხმა უფლისა; გრგვინავს დიდების ღმერთი; ხმა უფლისა მრავალ წყალზეა. ხმა უფლისა ძლევამოსილია, ხმა უფლისა ბრწყინვალეა. ხმა უფლისა ამტვრევს კედრებს; ლიბანის კედრებს ანაფოტებს უფალი. ხბოსავით აკუნტრუშებს ლიბანსა და სირიონს - მარტორქის ნაშიერივით. ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს. ხმა უფლისა შეარყევს უდაბნოს; კადეშის უდაბნოს შეარყევს უფალი. ხმა უფლისა ირმებს მოამშობიარებს და ტყეებს მოაშიშვლებს; ყოველივე მის დიდებაზე მეტყველებს მის ტაძარში.
  8. ფსალმუნები 45:6
    ახმაურდნენ ერები, შეიძრა სამეფონი; როდესაც ის ხმას გამოსცემს დნება – დედამიწა.
  9. 2 მეფეთა 22:14
    ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.
  10. ფსალმუნები 17:13
    ზეცაში დაიგრგვინა უფალმა და თავისი ხმა გამოსცა უზენაესმა სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
  11. ეზეკიელი 43:2
    და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა მრავალი წყლის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.
  12. გამოცხადება 1:15
    მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.
  13. იერემია 10:13
    ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.
  14. ეზეკიელი 9:1
    ყურში ჩამძახა ხმამაღლა და მითხრა: „ახლო მოდექით, ქალაქის დამსჯელნო, თითოეული თავისი გამანადგურებელი იარაღით ხელში!
  15. ეზეკიელი 10:5
    ქერუბთა ფრთების ხმა გარე ეზომდე ისმოდა, როგორც ხმა ყოვლისშემძლე ღმერთისა, როცა ლაპარაკობს.
  16. ეზეკიელი 1:24
    მოძრაობისას მათი ფრთების ხმა დაქანებული მრავალი წყლის ხმასავით მესმოდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, ხმა მრისხანებისა, ხმა საბრძოლო ბანაკისა. როცა გაჩერდებოდნენ, დაუშვებდნენ თავიანთ ფრთებს.
  17. გამოცხადება 1:10
    სულში ვიყავი უფლის დღეს და უკნიდან შემომესმა დიდი ხმა, მსგავსი საყვირის ხმისა.
  18. გამოცხადება 4:1
    ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: „აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”.
  19. დანიელი 4:31
    ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო!
  20. მათეს 3:17
    და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”.
  21. იოანეს 12:28-30
    მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო. მიუგო იესომ და უთხრა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
  22. 2 პეტრეს 1:18
    და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
  23. მიქას 6:9
    ხმა უფლისა მოუხმობს ქალაქს, და ვინც ბრძენია – შეეშინდება შენი სახელის. გაიგონეთ ხმა არგნისა და მისი შემმართველისა.
  24. სოფონია 3:17
    უფალი, შენი ღმერთია შენს შორის; ძლევამოსილი მეომარი. სიხარულით გაიხარებს შენზე, თავისი სიყვარულით განგაახლებს და გალობით იზეიმებს შენზე.
  25. საქმეები 7:31
    გაოცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე; ხოლო რომ მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:
  26. ებრაელთა 12:26
    რომლის ხმამაც შეძრა მაშინ დედამიწა; ახლა კი, აღგვითქვამს და ამბობს: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც”.
  27. გამოცხადება 19:5
    გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მსახური მისი, მოშიში მისი, პატარა თუ დიდი”.
  28. იოანეს 5:37
    და ჩემმა მომავლინებელმა მამამ დაამოწმა ჩემ შესახებ. თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც გამოსახულება გიხილავთ მისი.

← ყველა თემა „ღ“-ზე