მთავარითემები „ღ“ღვთის სიტყვით სიხარული

ღვთის სიტყვით სიხარული

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 118:162
    ისე მახარებს შენი სიტყვა, როგორც დიდი ნადავლის პოვნა.
  2. ფსალმუნები 18:8
    მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
  3. ფსალმუნები 118:111
    საუკუნოდ დავიმკვიდრე შენი მოწმობანი, რადგან ჩემი გულის სიხარულია ისინი.
  4. იერემია 15:16
    ვპოვე შენი სიტყვები და ვჭამე ისინი. სიხარულად მექცა შენი სიტყვები და გულის მხიარულებად, ვინაიდან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.
  5. მათეს 13:20
    ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას;
  6. მარკოზის 4:16
    ასევე, კლდოვანზე დათესილი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ მას;
  7. ლუკას 8:13
    კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
  8. ფსალმუნები 118:1
    ნეტარ არს, ვისი გზაც უბიწოა და ვინც უფლის რჯულით დადის.
  9. 3 მეფეთა 5:7
    მოისმინა ხირამმა სოლომონის სიტყვები, ფრიად გაიხარა და თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი ამდენი ხალხის განმგებლად!
  10. ლუკას 2:10
    უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება:
  11. ფილიპელთა 1:18
    მერედა რა? პირმოთნეობით იქნება თუ გულწრფელად, ქრისტე იქადაგება და ეს არის ჩემი სიხარული.

← ყველა თემა „ღ“-ზე