ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთის სიტყვა სამართლიანია
16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ესაია 45:19
ფარულად, დედამიწის წყვდიადში არ მილაპარაკია, არ მითქვამს იაკობის თესლისთვის: „ამაოდ მეძიებთ!” მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, მართებულის გამცხადებელი.
- ფსალმუნები 118:123
თვალები მომექანცა შენი ხსნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
- მეორე რჯული 4:8
რომელი ერია ისე დიდი, რომელსაც იმ რჯულის მსგავსი წესები და სამართლიანი სამართალი აქვს, როგორსაც დღეს გაძლევთ?
- ფსალმუნები 18:8
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
- ფსალმუნები 18:9
შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია.
- ფსალმუნები 118:7
წრფელი გულით განგადიდებ, როცა შენი სიმართლით განკითხვას ვისწავლი.
- ფსალმუნები 118:75
ვიცი უფალო, რომ სამართლიანია შენი განკითხვა, სამართლიანად დავისაჯე.
- ფსალმუნები 118:137
მართალი ხარ უფალო და სწორია შენი სამართალი.
- ფსალმუნები 118:144
მართალია შენი მოწმობანი საუკუნოდ; მომეცი გაგება, რომ ვიცოცხლო.
- ფსალმუნები 118:138
შენ დაადგინე შენი მცნებები სიმართლეში და სრულ ჭეშმარიტებაში.
- ფსალმუნები 118:172
შენს სიტყვაზე იგალობებს ენა ჩემი, რადგან შენი ყველა მცნება სიმართლეა.
- ფსალმუნები 118:62
შუაღამისას ავდგები, რომ მადლობა გითხრა, შენი სამართლიანი განკითხვების გამო.
- ფსალმუნები 118:106
დავიფიცე, რომ აღვასრულებდი შენს სამართალს და შევასრულებ კიდეც.
- ფსალმუნები 118:160
ჭეშმარიტია შენი სიტყვა დასაბამიდან და მარადიულია შენი სამართლიანი სამართალი.
- ფსალმუნები 118:164
დღეში შვიდჯერ გაქებ შენი სამართლიანი განკითხვისთვის.
- რომაელთა 7:12
ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.