მთავარითემები „გ“გოდება

გოდება

33 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 2 მეფეთა 3:33-34
    დაიტირა მეფემ აბნერი და თქვა: „განა უგუნური კაცივით უნდა მომკვდარიყო აბნერი?  ხელები შეკრული არ გქონია, ფეხებზე ბორკილი არ გდებია. ისე დაეცი, როგორც ავაზაკთა წინაშე ეცემიან“. და კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
  2. დაბადება 50:10
    და მივიდნენ ჰატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა; იქ დაიტირეს იაკობი დიდი და მძიმე გოდებით. შვიდი დღე იგლოვა მამამისი.
  3. იერემია 31:15
    ასე ამბობს უფალი: „ხმა გაისმა რამაში, გოდება და მწარე ქვითინი, რახელი დასტირის თავის შვილებს; უარს ამბობს ნუგეშზე, ვინაიდან აღარ არიან მისი შვილები“.
  4. მათეს 2:16-18
    როცა იხილა ჰეროდემ, რომ გაწბილებულ იქნა მოგვების მიერ, ძალიან განრისხდა; წარგზავნა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსებიც ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში, იმ ასაკის მიხედვით, მოგვებისგან რომ დააზუსტა.  მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:  „ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი“.
  5. მარკოზის 5:38
    მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში; ხედავს, არეულობაა, ტირიან და მოთქვამენ.
  6. ლუკას 8:52
    ყველა ტიროდა და მოთქვამდა, მან კი თქვა: „ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“.
  7. ლუკას 23:27
    უკან დიდძალი ხალხი და დედაკაცები მიჰყვებოდნენ, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო.
  8. იოანეს 11:31:33
    მასთან სახლში სანუგეშებლად მისული იუდევლები, მარიამს გაჰყვნენ; ეგონათ, რომ სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.  მარიამი მივიდა იმ ადგილას, სადაც იესო იყო და მოძღვარი რომ დაინახა, დაემხო მის ფერხთით და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. იესომ ატირებული მარიამი და მასთან ერთად მოსული მტირალი იუდევლები რომ დაინახა, სულით შეიძრა და აღელდა.
  9. ფსალმუნები 101:1-2
    უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადი მოვიდეს შენთან. ნუ დამიფარავ შენს სახეს ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, ოდეს მოგიხმობ და მალე მიპასუხე.
  10. 2 ნეშტთა 35:25
    გოდებდა იერემია იოშიაზე: ყველა მგალობელი კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაზე თავის გოდებაში. წესად დაუდგინეს ეს ისრაელს და, აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.
  11. ამოსი 5:1-2
    ისმინეთ ეს სიტყვა, საგოდებელივით რომ ვამბობ თქვენზე, ისრაელის სახლო. დაეცა და ვეღარ დგება ქალწული ისრაელი! მიწაზე გართხმულა მიტოვებული და არავინაა მისი წამომყენებელი!
  12. გოდება 1:1
    როგორ ეულად დამჯდარა ერთ დროს ხალხმრავალი ქალაქი, ქვრივივით გამხდარა ერთ დროს უდიდესი ხალხთა შორის, ოლქთა დედოფალი, დღეს სხვას უნდა ემსახუროს.
  13. ესაია 29:1-2
    ვაი, არიელ, არიელ, ქალაქო სადაც დავითი დაბანაკდა! წელიწადს წელიწადი მიამატეთ, დაკალით და იდღესასწაულეთ. შევაჭირვებ არიელს და იქნება ურვასა და ტირილში და იქნება ის ჩემთვის, როგორც არიელი - დიდი სამსხვერპლოს საცეცხლური.
  14. იერემია 4:7-8
    ლომი გამოვიდა თავისი ტევრიდან და დაიძრა ხალხთა მომსპობი; გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გააპარტახოს შენი ქვეყანა; აოხრდება და გაუკაცრიელდება შენი ქალაქები. ამის გამო ძაძით შეიმოსეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ, რადგან უფლის მგზნებარე მძვინვარება ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან.
  15. იერემია 7:29
    შეიჭერი თმა და გადაყარე, მოტიტვლებულ სიმაღლეებზე გოდება გამართე, რადგან მოიძულა და მიატოვა უფალმა მისგან შერისხული თაობა.
  16. იერემია 9:10
    მთებისთვის ვიტირებ და ვიქვითინებ, უდაბნოს საძოვრებისთვის ვიგლოვებ, რადგან გადაიბუგნენ, აღარავინაა გამვლელი, აღარც სამწყსოს ხმა ისმის, გაიფანტა ყველა: ცის ფრინველიდან პირუტყვამდე წავიდნენ.
  17. გოდება 2:5
    მტრად მოეკიდა უფალი, დასცა ისრაელი და მისი ყველა სასახლე, დააქცია მისი ციხე-სიმაგრენი და გაუმრავლა იუდას ასულს გლოვა და ტირილი.
  18. ეზეკიელი 2:9-10
    გავიხედე და ვიხილე ჩემსკენ გამოწვდილი ხელი, წიგნის გრაგნილი ეჭირა. გაშალა ჩემ წინაშე; გრაგნილის შიგნიდან და გარედანაც იყო ნაწერი. გოდება, ჭირი და ვაება ეწერა.
  19. ესაია 15:5
    კვნესის მოაბზე გული ჩემი; ცოყარამდე გაურბიან უბედურებას, სამი წლის დეკეულივით; ქვითინით ადიან ლუხითის აღმართზე და კივილი ისმის ხორონაიმის გზაზე მათი უბედურების გამო.
  20. ესაია 16:7
    ამიტომ იგლოვებს მოაბი, ყველანი იგლოვებენ მოაბში. კირ-ხერესის საძირკვლებზე იკვნესებენ სასოწარკვეთილნი, რადგან შეიმუსრნენ.
  21. ესაია 19:8
    იგლოვებენ მეთევზენი, იდარდებენ მდინარეში ანკესის მსროლელნი, ივაგლახებენ წყლის ზედაპირზე ბადეების გამშლელნი.
  22. იერემია 48:36
    ამიტომ სტვირივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და კირ-ხერესის ხალხზე; რადგან დაეღუპათ უხვი მოსავალი.
  23. გოდება 1:5
    მისი მეტოქენი გაბატონდნენ, ზეიმობენ მისი მტრები, რადგან უფალმა დაამწუხრა იგი მრავალი დანაშაულის გამო, მის ბავშვებს ტყვეებად მიერეკებიან მტრები.
  24. მსაჯული 11:40
    წლიდან წლამდე, წელიწადში ოთხ დღეს გადიოდნენ ისრაელის ასულნი გილყადელი იფთახის ასულის გამოსაგლოვად.
  25. 2 მეფეთა 1:17
    და ბრძანა, რომ საგალობელი ესწავლებინათ იუდას ხალხისთვის მშვილდზე. როგორც წერია იაშირის (მართალთა) წიგნში:
  26. ესთერი 4:1
    შეიტყო მორდექაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია სამოსელი, ჯვალოთი შეიმოსა, თავზე ნაცარი დაიყარა და შუაგულ ქალაქში გავიდა; ხმამაღლა მოსთქვამდა და მწარედ ღაღადებდა.
  27. მათეს 2:18
    ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი“.
  28. საქმეები 8:2
    დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს.
  29. იერემია 4:8
    ამის გამო ძაძით შეიმოსეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ, რადგან უფლის მგზნებარე მძვინვარება ჯერ არ გაბრუნებულა ჩვენგან.
  30. იერემია 6:26
    ჩემი ერის ასულო, ძაძა შემოირტყი და ნაცარში ჩაწექი, მწარე გოდებით იგლოვე, როგორც დედისერთაზე გლოვობენ, რადგან უეცრად მოვა მომსვრელი.
  31. ეზეკიელი 19:1
    შენ კი, იგლოვე ისრაელის მთავრებზე.
  32. ამოსი 5:1
    ისმინეთ ეს სიტყვა, საგოდებელივით რომ ვამბობ თქვენზე, ისრაელის სახლო.
  33. მიქა 2:4
    იმ დღეს ანდაზებს გამოთქვამენ თქვენზე, დიდი გლოვა იქნება და იტყვიან: სრულად გავნადგურდით! ჩემი ხალხის წილხვედრი სხვებს მიეცა, როგორ წამერთვა?! ჩვენი მიწები უცხოთ დაუნაწილდა!

← ყველა თემა „გ“-ზე