მთავარითემები „ღ“ღმერთმა ილაპარაკა წინასწარმეტყველთა მეშვეობით

ღმერთმა ილაპარაკა წინასწარმეტყველთა მეშვეობით

19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეზრა 9:11
    რომლებიც გვამცნე შენი წინასწარმეტყველებისა და მსახურთა მეშვეობით: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდურია იმ მიწაზე მცხოვრები ხალხების საზიზღრობათა გამო, რადგან კიდეებამდე აღავსეს თავისი უწმიდურებით.
  2. ებრაელთა 1:1
    ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,
  3. ლუკა 1:70
    როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,
  4. 4 მეფეთა 21:10
    ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა მეშვეობით:
  5. 4 მეფეთა 24:2
    აგზავნიდა ხოლმე უფალი იუდას დასაღუპად ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ურდოებს, იმ სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველთა მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი.
  6. ეზეკიელი 38:17
    ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა შენ ის არა ხარ, რომელზეც ვლაპარაკობდი მე შორეულ წარსულში ჩემს მსახურთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ იმ დღეებში, რომ მე მოგიყვანდით მათ წინააღმდეგ.
  7. დანიელი 9:10
    ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
  8. ზაქარია 7:7
    განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ ილაპარაკა წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როცა დასახლებული და დამშვიდებული იყო იერუსალიმი, მის გარშემო არსებულ ქალაქებთან, ნეგებთან და დაბლობთან ერთად?
  9. ზაქარია 1:6
    მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამებს? ისინი მიუბრუნდნენ ერთმანეთს და უთხრეს: „როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისეც მოგვექცა.
  10. ზაქარია 7:12
    გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
  11. ეზეკიელი 1:13
    ცოცხალი არსებანი გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს ჰგავდნენ და რაღაც ალით მოდებული ჩირაღდანივით მიმოდიოდა მათ შორის. ელვარება ჰქონდა ცეცხლს, ელვა გამოდიოდა მისგან.
  12. 4 მეფეთა 17:13
    აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით და ეუბნებოდა: „მოიქეცით თქვენი ბოროტი გზიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამებს და რომელიც თქვენც გადმოგეცით ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით.
  13. იერემია 29:15
    რადგან თქვენ ამბობთ: უფალმა ბაბილონშიც აღგვიდგინაო წინასწარმეტყველნი.
  14. მათეს 1:22
    ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული:
  15. საქმეები 3:18
    ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.
  16. საქმეები 3:21
    რომელიც ზეცამ უნდა დაიფაროს ყოველთა აღდგინებამდე, როგორც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
  17. გამოცხადება 10:7
    მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.
  18. ნეემია 9:30
    მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
  19. ოსია 6:5
    ამის გამო ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვანადგურებდი ჩემი პირის სიტყვებით; შენი განკითხვა სინათლეზე გამოვა.

← ყველა თემა „ღ“-ზე