მთავარითემები „ღ“ღმერთით სავსე

ღმერთით სავსე

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. კოლოსელთა 2:9
    ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე.
  2. ეფესელთა 3:19
    და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
  3. ფილიპელთა 1:11
    სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ ღვთის სადიდებლად და საქებრად.
  4. რიცხვნი 14:21
    მაგრამ, ცოცხალი ვარ, და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა.
  5. ფსალმუნები 71:19
    და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ!
  6. იერემია 23:24
    თუ ვინმე დაიმალება სამალავში, განა მე ვერ დავინახავ მას?” – სიტყვა უფლისა, – „განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე?” – სიტყვა უფლისა. –
  7. ეფესელთა 4:10
    ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
  8. ეფესელთა 1:23
    რომელიც მისი სხეულია, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.
  9. ესაია 6:3
    და ეძახდა ერთი მეორეს ასე: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ცაბაოთი! სავსეა მთელი ქვეყანა მისი დიდებით.
  10. ფსალმუნები 32:5
    უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა;
  11. აბაკუმი 3:3
    თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა – ფარანის მთიდან. დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა.

← ყველა თემა „ღ“-ზე