მთავარითემები „ღ“ღმერთის სიძულვილი

ღმერთის სიძულვილი

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 1:30
    ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,
  2. ფსალმუნები 82:2
    რადგან აგერ, ახმაურდნენ შენი მტრები და შენმა მოძულენმა თავი წამოყვეს.
  3. მეორე რჯული 7:10
    მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.
  4. გამოსვლა 20:5
    თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.
  5. მეორე რჯული 32:41
    თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.
  6. მეორე რჯული 5:9
    არც თაყვანი სცე მათ და არც ემსახურო, რადგან, მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი ეჭვიანი, რომელიც შვილებს მოვკითხავ მამათა ცოდვას, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში;
  7. რიცხვნი 10:35
    როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: "აღსდექ, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები და გაიქცევიან შენი მოძულენი შენი პირისგან”.
  8. ფსალმუნები 67:1
    დაე, აღდგეს ღმერთი, გაიფანტნონ მისი მტრები და უკუიქცნენ მისი მოძულენი მისგან.
  9. ფსალმუნები 80:15
    ფეხქვეშ გაეგებოდნენ უფლის მოძულენი და ჟამი მათი სამარადისოდ გაგრძელდებოდა.
  10. იოანეს 15:23
    ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
  11. ფსალმუნები 138:21
    უფალო, ნუთუ არ მოვიძულო შენი მოძულენი და არ ვედავო შენს მოწინააღმდეგეთ?!
  12. იოანეს 3:20
    რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
  13. იოანეს 7:7
    წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
  14. ლუკას 19:14
    მაგრამ მისი ქალაქის მკვიდრთ სძულდათ იგი, უკან ელჩები დაადევნეს და დააბარეს: არ გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზეო.
  15. იოანეს 15:18
    თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.
  16. იოანეს 15:24
    მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,
  17. ტიტეს 3:3
    ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.
  18. იგავები 8:36
    ჩემს წინააღმდეგ შემცოდე კი თავს იზიანებს. ყოველ ჩემს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.

← ყველა თემა „ღ“-ზე