მთავარითემები „ღ“ღმერთის ქალაქი

ღმერთის ქალაქი

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 48:1-3
    დიდია უფალი, და დიდად საქებარი ღმერთის ქალაქში! მისი წმიდა მთა მშვენივრადაა აღმართული, სიხარულია მთელი ქვეყნიერებისა; მთა სიონისა, ჩრდილოეთ მხარეს, ქალაქია დიდი მეფისა. ღმერთი თავის სიმაგრეებში გამოგვეცხადა, ვითარცა საიმედო მცველი.
  2. ფსალმუნები 45:4-5
    არსებობს მდინარე, რომლის ნაკადებიც ახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას. ღმერთი მის შუაგულშია; ის არ შეიძვრის, განთიადზევე მოვა ღმერთი მის დასახმარებლად.
  3. ებრაელთა 11:10
    რადგან ელოდა მტკიცე საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია.
  4. გამოცხადება 21:2
    და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, გარდამომავალი ციდან ღმერთისგან, გამზადებული, როგორც ქმრისათვის შემკული სასძლო.
  5. ებრაელთა 11:16
    ახლა კი ისინი უკეთესს ესწრაფვიან, ანუ ზეციურს. ამიტომ ღმერთსაც არ ერცხვინება, რომ მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგან მან მოუმზადა მათ ქალაქი.
  6. ესაია 26:1
    იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდაში: გამაგრებული ქალაქი გვაქვს! ხსნა მოგვენიჭა ჩვენ, ის ზღუდეა ჩვენთვის და მიწაყრილი.
  7. ებრაელთა 13:14
    რადგან არა გვაქვს აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ.

← ყველა თემა „ღ“-ზე