მთავარითემები „ღ“ღმერთი მოწყალეა

ღმერთი მოწყალეა

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 4 მეფეთა 13:23
    შეიწყალა ისინი უფალმა და შეიბრალა; მოხედა მათ თავისი აღთქმის გამო, რომელიც აღუთქვა აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს და არ ინება მათი განადგურება და თავიდან მოშორება დღემდე.
  2. ეზრა 9:8
    ახლა მცირე ხნით გვაჩვენა თავისი წყალობა ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ნატამალი და დავფუძნებულიყავით ჩვენი ღმერთის წმიდა ადგილზე, რათა გაენათებინა ჩვენი თვალები და ცოტათი მაინც გამოვეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში,
  3. იოველი 2:13
    გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.
  4. იოველი 1:6
    რადგან ხალხი შემოესია ჩემს ქვეყანას, ძლიერი და ურიცხვი. მისი კბილები ლომის კბილებია, ეშვები ძუ ლომისა აქვს.
  5. იოველი 2:7
    ფალავნებივით დარბიან; მებრძოლებივით ძვრებიან გალავნებზე; თითოეული თავის გზას მიჰყვება და არ ბრკოლდება.
  6. იოველი 2:16
    ხალხი შეკრიბეთ, კრებული განწმიდეთ, უხუცესნი მოიწვიეთ, ყრმანი და ძუძუმწოვარნი შეკრიბეთ, გამოვიდეს ნეფე თავისი საწოლი ოთახიდან და პატარძალი თავისი სამყოფელიდან.
  7. იოველი 1:8
    იტირე ძაძებშემოსილი ქალწულივით, თავისი სიქალწულის ნეფეს რომ დასტირის.
  8. ტიტეს 2:11
    ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია,
  9. იაკობის 4:6
    თუმცა, უფრო მეტ მადლსაც იძლევა; ამიტომაც ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
  10. იაკობის 4:10
    დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.
  11. იაკობის 5:10
    ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.
  12. ფსალმუნები 144:8
    მპატიებელი და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
  13. ფსალმუნები 115:5
    აღთქმებს შევუსრულებ უფალს, მთელი მისი ხალხის წინაშე.
  14. ესაია 30:18
    მაინც დაგელოდებათ უფალი, რათა შეგიწყალოთ; მაღლობზე იცდის, რომ შეგიბრალოთ, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა, ვინც მას მოელის.

← ყველა თემა „ღ“-ზე