მთავარითემები „ღ“ღმერთი იძლევა გაგებას

ღმერთი იძლევა გაგებას

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 32:8
    მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;
  2. 2 ტიმოთეს 2:7
    დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში.
  3. იგავნი 28:5
    ბოროტს სამართლის არაფერი გაეგება, უფლის მაძიებელნი კი ყველაფერს ხვდებიან.
  4. ფსალმუნები 110:10
    უფლის შიში სიბრძნის სათავეა; გონიერია ყველა, ვისაც ის აქვს. დიდება მისი მარადიულია.
  5. ფსალმუნები 118:144
    მართალია შენი მოწმობანი საუკუნოდ; მომეცი გაგება, რომ ვიცოცხლო.
  6. ფსალმუნები 118:104
    შენი წესებიდან ვღებულობ გონიერებას, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.
  7. ფსალმუნები 118:130
    სინათლეს იძლევა შენი სიტყვის გამოცხადება, გონიერებას მატებს გულუბრალოებს.
  8. დანიელი 5:11
    არის შენს სამეფოში ერთი კაცი, რომელშიც წმიდა ღმერთის სულია; მამაშენის დღეებში მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე, ღმერთის სიბრძნის მსგავსი; მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა, მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების თავკაცად დააყენა.
  9. დანიელი 2:30
    მე კი, იმიტომ არ მეუწყა ეს საიდუმლო, რომ ყველა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ, მეფეს რომ ეუწყოს მნიშვნელობა და იცოდე შენი გულის ზრახვანი.
  10. დანიელი 9:22
    შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: „დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
  11. 1 კორინთელთა 2:12
    ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.
  12. კოლასელთა 1:9
    ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,
  13. ფსალმუნები 118:99
    ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენს მოწმობებზე ვფიქრობ.
  14. ფსალმუნები 118:100
    მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს წესებს ვინახავ.

← ყველა თემა „ღ“-ზე