1 და ხარკი დააკისრა მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.
2 და მისი ძლიერებისა და გმირობის ყველა საქმე, მორდექაის დიდების ამბავი, რომელიც განადიდა მეფემ, განა მიდიისა და სპარსეთის მეფეთა მატიანის წიგნებში არ არის ჩაწერილი?
3 რადგან იუდაელი მორდექაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდი კაცი იყო იუდაელთა შორის, და სანატრელი თავის მრავალრიცხოვან მოძმეთათვის, სიკეთის მაძიებელი თავისი ერისათვის, მშვიდობისმეტყველი მთელი თავისი მოდგმისათვის.